top of page

როგორია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დასაქმების პერსპექტივა?!



შრომის უსაფრთხბოების ორგანული კანონი ადგენს, რომ, თუ დამსაქმებელს 100-მდე თანამშრომელი ჰყავს, იგი ვალდებულია დაასაქმოს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო, 100 ან მეტი დასაქმებულის არსებობის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე. მათ შორის, იმ შრომით ურთიერთობებზე რომელსაც არეგულირებს „საქართველოს შრომის კოდექსი“ და კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.


აღსანიშნავია, რომ 20 დასაქმებულამდე ტიპის ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიცია შეიძლება შეთავსებული იყოს, თუმცა ორგანიზაციაში 20-ზე მეტი თანამშრომლის არსებობისას შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა იმდენად მაღალია, რომ კანონი სამუშაოს შეთავსებას გამორიცხავს.


საქსტატის 2021 წლის მონაცემებით საქართველოში 850,000-მდე რეგისტრირებული ორგანიზაციაა, რომელთაგან 185,000-მდე აქტიურია. შესაბამისად, საართველოს დასაქმების ბაზარზე, 185,000-ი ორგანიზაციიდან თითოს მინიმუმ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი სჭირდება, ე.ი. მინიმუმ 185,000 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსია უნდა არსებობდეს კანონის მოთხოვნის მიხედვით.


ინსპექციის არსებული მონაცემებით, ჯამში 2,400-მდე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა. ამ რიცხვს კიდევ ემატება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სხვა მრავლწლიანი სადიპლომო კურსდამთავრებულების მცირე რიცხვი. თუმცა, მომზადებული კადრი მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას.


ასევე აღსანიშნავია, რომ საქსტატის 2021 წლის მონაცემებით ყოველწლიურად მინიმუმ 10,000 ახალი ორგანიზაცია იხსნება ქვეყანაში, რაც ასევე დამატებით ზრდის გარღვევას მოთხოვნა-მიწოდებას შორის.


რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად ჩამოყალიბების ხარისხობრივ ნაწილს, ვერანაირად უზრუნველყოფს 2 თუ 3-თვიანი კურსი და თუნდაც 2- წლიანი სასწავლო პროგრამა. სპეციალისტი ყალიბდება პრაქტიკის საფუძველზე, ვინადიან სერთიფიცირების შემდეგ მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა დანერგოს შრომის უსაფრთხოების სისტემა ორგანიზაციაში და გაიაროს ყველა ეტაპი. აღნიშნულს კი წლები სჭირდება, როგორც ყველა სხვა პროფესიას. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ნერგავს და მართავს სისტემას, რომელიც დასაქმებულებს და სხვა პირებს პროფესიული დაავადებებისა და უბედური შემთხვევებისგან იცავს.


რა თქმა უნდა, ყველას ინტერესშია ისეთი ქმედითი შრომის ინსპექცია, რომელიც სისტემური ელემენტების არსებობაზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს. ესეც ეტაპობრივად ხდება, რადგან ინსპექტირების ორგანოს ჩამოყალიბების რამდენიმე წლიანი ისტორია აქვს და მოკლე პერიოდში რთულია კომპლექსური მონიტორინგის სისტემის აწყობა. ჩვენ ყველა იმ საზოგადოების წევრები ვართ, სადაც შრომის უსაფრთხოების წესები უგულვებელყოფილი იყო და შრომის უსაფრთხოდ წარმოების კულტურა არ არსებობდა. ახლა სისტემა საწყის ეტაპზეა, ხოლო ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. კანონის გარდა, დამსაქმებელს აქვს მორალური ვალდებულებაც, რომ არავინ დაშავდეს ან დაიღუპოს, ასევე დასაქმებულებსაც, საკანონმდებლოსთან ერთად, აქვთ მორალური ვალდებულება, რომ მათი ქმედებით ან უმოქმედობით ვინმე არ დაშავდეს. აღნიშნულს გააზრება სჭირდება და მარტო ზედამხედველობის სამსახური ვერაფერს გახდება.


აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სწავლების პროგრამა უმნიშვნელოვანესია არამარტო სპეციალისტების მოსამზადებლად, არამედ ხელმძღვანელი რგოლის ნებისმიერი წარმომადგენლისთვისაც, რომ მათ მართონ სისტემა უსაფრთხოდ.


რატომ არის ტრენინგები ასეთი მნიშვნელოვანი და მითუმეტეს შრომის უსაფრთხოების:

  1. პროგრამა საშუალებას აძლევს მსმენელს შეისწავლოს, გაიაზროს და შეიძინოს საჭირო უნარები უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად,

  2. დასაქმდნეს და სამუშაო გარემოში იმოქმედოს მიზანმიმართულად, რომ შესწავლილი უნარები ჩამოაყალიბოს ჩვევებად,

  3. მუდმივი ჩვევები გახადოს სამუშაო გარემოს ინტეგრირებულ ნაწილად, როგორც სამუშაოს უსაფრხოდ წარმოების კულტურა.

  4. აღნიშნული ხელს უწყობს საზოგადოებაში შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებას, რაც უდრის უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების აღმოფხვრას.


ჩვენ, 2015 წელს, ჩამოვაყალიბეთ უსაფრთხოების აკადემია, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ასოცირების ხელშეკრულება არ იყო სრულყოფილად ამოქმედებული. თუმცა, არსებობდა შრომის უსაფრთხოების დაცვის როგორც მორალური, ასევე საკანონმდებლო მოთხოვნები.


შესაბამისად, ჩვენი აკადემია არის ერთ-ერთი პირველთაგანი და მოწინავე, რომელსაც ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდა, რათა პროფესიული სრუყოფით აეწყო შრომის უსაფრთხოების სერვისები კულტურის დანერგვის მიმართულებით.


ფაქტია, რომ, ადრე თუ გვიან, გარდაუვალია კანონის ამ მოთხოვნის სრულფასოვნად შესრულება. ყოველწლიურად მზარდია და მკაცრდება მოთხოვნები შრომის უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. სახელმწიფო თანმიმდევრულად მიიწევს წინ კანონის აღსრულების უზრუნველსაყოფად და ვინც დღეს უნარ-ჩვევებით აღჭურვილი შეხვდება არსებულ აუცილებლობას, ყოველთვის იქნება მოთხოვნადი კადრი და დასაქმდება არსებულ ათიათასობით ორგანიზაციიდან ერთ-ერთში რომელსაც კანონი ავალდებულებს არა მარტო ჰყვადეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი არამედ სრულფასოვნად დანერგოს და მართოს შრომის უსაფრთხოების სისტემა.


დავით მაზმიშვილი





Featured Posts
Recent Posts
bottom of page