ტრენინგი
პრიველადი ქრობის საშუალებების გამოყენება
ტრეინინგის მიმდინარეობის აღწერა:
ტრენინგი იწყება 1 საათიანი თეორიული ინსტრუქტაჟით რომელიც მოიცავს თეორიას ცეცხლმაქრის გამოყენების უსაფრთხოების წესების შესახებ, ხანძრის კლასებისა და ცეცხლის ქიმიასთან დაკავშირებით. შემდეგ მსმენელები იყოფა ორ გუნდად და გადაინაცვლებს გარეთ განლაგებულ წინასწარ მომზადებულ „სახანძრო სცენაზე“. სავარჯიშო სცენაზე გამახვილდება ყურადღება სავარჯიშოს განხორციელების უსაფრთხო ქცევის წესებისა და ცეცხლმაქრის გამოყენების ბაზისურ ელემენტებზე.
მსმენელები სათითაოდ გადაინაცვლებენ ქრობის ხელმძღვანელთან და მისდევენ მის მითითებებს, ქორობის ხელმძღვანელი იქნება საბრძოლო ფორმაში და მდგომარეობის ესკალაციის შემთხვევაში გახდება ბარიერი ცეცხლსა და მსმენელს შორის.
პრაქტიკული ტრეინინგი ხორციელდება თითო-თითო მსმენელის გამოძახებით.
უსაფრთხოების ზომები პრაქტიკული ტრეინინგის დროს:
-
მსმენელებს თეორიული მეცადინეობის შემდეგ უტარდებათ ინსტრუქტაჟი „სახანძრო სცენაზე“ მოქცევის წესების შესახებ და აწერენ ხელს სპეციალურ ინსტრუქტაჟის ფორმაზე;
-
„სახანძრო სცენა“ იზღუდება ბარიერებით და არ ხდება არავის შესვლა და გამოსვა ინსტრუქტორის დაუკითხავად.
-
გარდა სატრეინინგო ცეცხლმაქრებისა დამატებით იქნება განლაგებული 2 ცალი მუშა ცეცხლმაქრი ინსტრუქტორებისთვის, ხანძრის გაძლიერების შემთხვევაში.
-
„სახანძრო სცენის“ ზედაპირი პრაქტიკულ ტრეინინგამდე სველდება წყლის ნაკადით.
-
1 ისნტრუქტორს აცვია საბრძოლო სიტუაციის სადავეების გაქცევის შემთხვევაში იგი ხდება ბარიერი ცეცხლსა და მსმენელს შორის.
-
შემუშავდება ბრძანება „სტოპ“ რომლის გაცემა შეუძლია მხოლოდ ინსტრუქტორს აღნიშნული ბრძანების გაგონებისას მსმენელები გადადიან მათთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე და ინარჩუნებენ სიმშვიდეს და ელოდებიან შემდგომ ინსტრუქციას. აღნიშნული ბრძანება გაიცემა შემდეგ შემთხვევებში: თუ ქარმა მიმართულება შეიცვალა, თუ ინსტრუქტორმა ჩათვალა რომ „სახანძრო სცენა“ არაა უსაფრთხო, თუ რომელიმე მსმენელი არ იჩენს საკმარის ყურადღებას და სხვა შემთხვევებში ინსტრუქტორის შეფასებით.
-
ტრეინინგის დასრულების შემდეგ 1 ინსტრუქტორი მიყვება მსმენელებს დარბაზში, დარჩენილი 2 ინსტრუქტორი უზრუნველყოფს კონტროლს „სახანძრო სცენაზე“.
-
ტრენინგის დასრულების შემდეგ ხდება კურსის შეჯამება, შეფასება და სერთიფიცირება.
ტრენინგის დოკუმენტირება:
კურსის დასრულებისას გაიცემა საბუთი დამსწრეების, სწალების მოდულების და ტესტების ჩაბარების ქულების მითითებით. დამკვეთის სურვილის შემთხვევაში მოხდება Safety Academia-ს სერთიფიკატის დაბეჭდვა თითოეულ მსმენელზე. ტრენინგის შემდეგ მოხდება კურსი დასრულების ჯგუფური ფოტოს გადაღება.
ტრენინგ-კურსის დროს გამოყოფილი ტრენერთა რაოდენობა: 3 ტრენერი
ტრენერები:
ბატონი ალბერტ რეკვავა,
საქართველოს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის სახანძრო უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე.
სახანძრო უსაფრთხოების აუდიტორი, უმაღლესი სპეციალური განათლებით, კვალიფიკაციით-ხანძარსაწინააღმედეგო უსაფრთხოების ინჟინერი. 40 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით.
ბატონი ალექს ჩადუნელი,
საქართველოს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტი.
სახანძრო უსაფრთხოების აუდიტორი, მეხანძრედ და სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქტორად 16 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით მათ შორის 7 წელი საზღვარგარეთ საერთაშორისო კორპორაციებში.
ბატონი კობა მახათაძე,
შროის უსაფრთხოების სპეციალისტი,
საქართველოს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის ექსპერტი,
შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტორი და ტრენერი, სახანძრო და შრომის უსაფრთხოების აუდიტების და ტრენინგების წარმოების პრაქტიკული გამოცდილეიბით. 20 წლიანი სამუშაო სტაჟით.
ტრენინგის ჩატარების ადგილმდებარეობა: უსაფრთხოების აკადემიის ტრენინგ ცენტრი ან დამკვეთის ტერიტორია (ტრანსპორტირების თანხის დამატებით).
ტრენინგის ღირებულება ჯგუფზე: 487ლარი
დამსწრეების მაქსიმალური რაოდენობა ერთ ჯგუფში: 25 დამსწრე
რამოდენიმე ჯგუფის დატრენინგების შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება. დეტალებისთვის გთხოვთ მოგვწეროთ ტრენინგის მსურველთა საერთო რაოდენობა, ტრენინგის ჩატარების დრო და სასურველი ადგილი ელ-ფოსტაზე: training@safetyacademia.com
კურსის საფასური მოიცავს:
ტრენინგის დამადასტურებელ საბუთს, დამსწრეების გადასაცემ სახანძრო უსაფრთხოების სატრენინგო დოკუმენტაციას და ტრენინგის სახარჯ მასალას.
კურსზე დასწრებისთვის გთხოვთ გადახვიდეთ ტრენინგზე რეგისტრაციის გვერდზე და გაიაროთ რეგისტრაცია რის შემდეგაც მიიღებთ ინვოისს.
ტრენინგი საშუალებას აძლევს დამსწრეებს:
-
გაიარონ ინსტრუქტაჟი ცეცხლმაქტის გამოყენების უსაფრთხოების წესების, წვის პროცესის, ხანძრის ტიპებსა და ცეცხლთან ბრძროლის წესების შესახებ.
-
დააკვირდნენე და შეაფასონ ცეცლმაქრის გამოყენების ეფექტურობა.
-
განახორციელონ ცეცლმაქრის გამოყენება.
-
დაძლიონ ცეცხლმაქრის გამოყენების და ცეცხლთან ბრძოლის ფსიქოლოგიური ბარიერი.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 აკადემიური საათი
-
1 საათი თეორიული ლექცია - ინსქტუქტაჟი.
-
8 წუთი პრაქტიკული მეცადინეობა თითოეულ დამწრეზე (ჯგუფში 20 დამსწრე)
გამოყენებული ინვენტარი და მასალები:
-
ფხვნილოვანი ცეცხლმაქრი;
-
სახანძრო გადასაფარებელი;
-
ცეცხლქრობის წარმოების სპეციალური მოწყობილობა;
-
სატრენინგო ინვენტარი;
-
პირადი დაცვის საშუალებები: სათვალე, ხელთათმანი;
-
უსაფრთხოების კონუსი;
-
უსაფრთხოების ლენტი;
-
1 წყვილი სრული საბრძოლო აღჭურვილობა.