top of page
აკრედიტაცია

საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნებით, შრომის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია (უნარები და ტექნიკური ჩვევები, რომლებიც დასტურდება აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობით).

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის  №01-25/ნ ბრძანებით დამტკიცდა   შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობა, მისი განხორციელების წესი და პირობები.

 

ამ წესის მოქმედება ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც ახორციელებს ან მომავალში სურს განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის უფლებამოსილება ეს იქნება მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე თუ მსუბუქ და საშუალო რისკის შემცველ ობიექტებზე.

 

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი არის დამსაქმებლის მიერ დანიშნული/მოწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას; ამ წესის მიზნებისათვის პირის კვალიფიკაცია დასტურდება ამ წესისთ განსაზღვრული პროგრამების ფარგლებში გაცემული დოკუმენტით, ასევე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატით.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სწავლების ცნობა უვადოა და სპეციალისტი აღარ საჭიროებს განმეორებით კურსის გავლას. სასწავლო კურსის გავლისშემდეგ სასერტიფიკატო გამოცდა ბარდება აკრედიტებულ სერტიფიცირების ცენტრში და სერტიფიკატი მოქმედებს ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

2019 წლის აკრედიტაციის საბუთი
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტ
2022 წლის აკრედიტაციის საბუთი
უსაფრთხოების აკადემიის აკრედიტაცია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ კურსზე.PNG
bottom of page