top of page

                                                     ტრენინგი 

                           

                        ავტოდამტვირთველის უსაფრთხო გამოყენება

 

1. კურსი განკუთვნილია:

* ყველა პირისთვის, რომელიც ახორციელებს ან მომავალში სურს განახორციელოს ავტოდამტვირთველის ოპერირება.

* შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისტებისთვის,

* შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემაში ჩართული ნებისმიერი რგოლის ხელმძღვანელისთვის და თანამშრომლებისთვის,

* კომპანიებში 'დასაქმებულთა წარმომადგენელი'-ს სტატუსის მქონე პირისთვის,

* დასაქმებულთა წარმომადგენლისთვის,

* მენეჯერებისთვის ვინც ჩართულნი არიან ავტოდამტვირთველის ოპერირების მართვაში,

* ნებისმიერი პირისთვის ვისაც აქვს სურვილი შეისწავლოს ავტოდამტვირთველის უსაფრთხოდ ოპერირება.

 

 

 

 

 

 

 

​​

2. კურსის მიზანი:

*ავტოდამტვირთველის უსაფრთხოდ ოპერირების მეთოდების შესაბამისად ოპერატორირების უნარჩვევების გამომუშავება,

*საქართველოს საკანომდებლო მოთხოვნების შესწავლა ავტოდამტვირთველით უსაფრთხოდ ოპერირებისთვის,

*უსაფრთხოდ ოპერირების საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა,

*ყველა საჭირო კომპეტენციების განვითარება ავტოდამტვირთველის უსაფრთხო ოპერირებისთვის.

​

3. კურსზე დაშვების წინაპირობა:

მსმენელს უნდა ქონდეს მართვის მოწმობა და იყოს არანაკლებ 18 წლის ასაკის.

 

4. სწავლის შედეგები კურსის დასრულებისას:

* აქვს სპეციალური ცოდნა ავტოდამტვირთველის უსაფრთხოდ ოპერირებასთან დაკავშირებით;

* იცნობს არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო ოთხოვნებს;

​

5. კურსის ხანგრძლივობა:

*საერთო დრო 8 საათს

*აღნიშნული დრო მოიცავს 4 საათს თეორიას და 4 საათს პრაქტიკას.

*კურსის ბოლოს ტარდება სასერტიფიკაციო ტესტი.

​

6. კურსის აღწერილობა

ავტოდამტვირთველის უსაფრთხოდ ოპერირების ტრენინგ კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს და შემდგომ იმ უნარების შეფასებას რომელიც ტრენინგის დროს უნდა გამოიმუშაოს მსმენელმა. კომპეტენციების შესაფასებლად გამოიყენება ტესტი და პრატიკული სავარჯიშოები.

​

ტრენინგის მოდულები:

  • ავტოდამტვირთველის ოპერირების დაგეგმვა,

  • ავტოდამტვირთველის ოპერირებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება,

  • უსაფრთხოდ ოპერირების ორგანიზება, 

  • საკანონმდებლო მოთხოვნები, პასუხისმგებლობები და უფლება-მოვალეობები,

  • ავტოდამტვირთველების დიზაინი და კლასიფიკაცია,          

  • ავტოდამტვირთველების სტაბილურობის უზრუნველყოფა,

  • წინასაოპერაციო შემოწმება (თეორიული და პრაქტიკული),

  • უსაფრთხო ოპერაციული პროცედურები,

  • საწვავის წყაროები,

  • თეორიული ნაწილის ტესტი და ტესტის განხილვა,

  • პრაქტიკული ნაწილი და პრაქტიკის შეფასება,

  • სერტიფიცირება,

  • ჯგუფური ფოტო.

rtitbfo.jpg
forkliftsafetytrained.gif
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: info@safetyacademia.ge
​
კურსზე დასწრებისთვის გთხოვთ გადახვიდეთ ტრენინგზე რეგისტრაციის გვერდზე და გაიაროთ რეგისტრაცია რის შემდეგაც მიიღებთ ინვოისს.
​
bottom of page