top of page
საქართელოს შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნების შესაამისად დამსაქმებელი ვალდებულია "დასაქმებული და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირი უფასოდ აღჭურვოს აუცილებელი ეფექტიანიინდივიდუალური დაცვის საშუალებებით იქ, სადაც ეს აუცილებელია მათი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისდასაცავად, უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სისუფთავე და ტექნიკურიგამართულობა".
ინდივიდუალური დაცვის საშვალებები
კანონი ასევე განსაზღვრავს რომ დამსაქმებელმა უნდა "უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და სხვა დამცავი საშუალებების მოვლა-გასუფთავება, გააკონტროლოს მათი სწორად გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში დროულად შეცვალოს ისინი'.
შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნები და თანამედროვე სტანდარტების მიდგომები ითვალისწინებს სპეციალური ტანსაცმლის და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშვალებების გამოყენებას ყველა საფრთხის შემცველ სამუშაოს წარმოებისას. ჩვენი ექსპერტები დაგეზმარებიან განსაზღვროთ თქვენ სამუშაო გარემოში საჭირო შესაბამისი პირადი დაცვის საშუალებები რაც მოგცემთ საშვალებას იყოთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისობაში ასევე გააუმჯობესოთ არა მხოლოდ პერსონალის უსაფრთხოების გარანტიები, არამედ ხელი შეუწყოთ კომპანიის შემოსავლების ზრდას, კერძოდ:
- მცირდება სხეულის დაზიანების შემთხვევები
- მცირდება მოცდენები და გაცდენები
- მცირდება ტექნიკური საშუალებების დაზიანებები და მათ აღდგენაზე დანახარჯები და მრავალი სხვა ფაქტორები
- იზრდება შრომის მოტივაცია
- იზრდება შრომის პროდუქტიულობა
bottom of page