top of page

გენერალური დირექტორის მიმართვა

შრომის უსაფრთხოების დაცვა ითვალისწინებს საფრთხეების იდენტიფიცირებას და იმ რისკების მართვას, რომელმაც შეიძლება ხელყოს დასაქმებულის ან სხვა პირთა სიცოცხლე, ან ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას და ფუნქციურ შესაძლებლობებს.რისკების მართვა ეფექტურია, როდესაც ორგანიზაციის ყველა დონეზე და ყველა პროცესში ხორციელდება შრომის უსაფრთხოების დაცვის პროცედურების ასახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე რისკების მართვა კომპლექსურ ღონისძიებებთან არის დაკავშირებული, რომელიც ორგანიზაციისგან სისტემურ მიდგომას მოითხოვს.  

ლინკდინისთვის.jpg

შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის წარმატებულად დანერგვისთვის და შემდგომ ამ სისტემის მართვისთვის აუცილებელია დასაქმებულებზე ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების განაწილება იმ სახელმძღვანელო დოკუმენტაციის მეშვეობით, რომელიც ასახავს ყველა პროცესს. არსებული ყოველი საფეხურისთვის უნდა გაიწეროს ის პროცედურები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ დსაქმებულებმა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვისას. 

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის არ იქნება რთული იმ ორგანიზაციაში მუშაობა, სადაც სისტემა დანერგილია და გამართულად მუშაობს, სადაც ყველაფერი დოკუმენტირებული და იმპლემენტირებულია და მიჰყვება სისტემის მართვას პროცედურების მიხედვით. თუმცა, საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, სერტიფიცირების შემდეგ, ხვდება ორგანიზაციაში, სადაც არც უსაფრთხოების ნორმებია დაცული, არც დოკუმენტირებულია მოთხოვნების შესაბამისად, არც სისტემის ბაზისური ელემენტები არსებობს და არც შრომის უსაფრთხოების გააზრების ან კულტურის ელემენტებია. 

ჩვენი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2015 წელს შრომის უსაფრთხოების პრაქტიკოსების მიერ, როდესაც ასოცირების ხელშეკრულება  ეტაპობრივად იწყებდა ამოქმედებას გაწერილი გეგმის მიხედვით.

როგორც პრაქტიკოსებს გაცნობიერებული გვაქვს, რომ ჩვენი პროფესია არის დაკავშირებული დასაქმებულების და სხვა პირების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი სასწავლო კურსები მაქსიმალურად მორგებულია მსმენელზე, რომ მუშაობის დაწყებიდანვე სწრაფად ჩაერთონ შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში და გახდნენ ეფექტურები დასაქმებულების და სხვა პირების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვაში. მაღალკვალიფიცური უსაფრთხოების სპეციალისტი უდრის ბევრ გადარჩენილ სიცოცხლეს.  

ჩვენ თავიდანვე დავისახეთ მიზნად: 1. შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და 2.  სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ევროპული სტანდარტების შესაბამისი სისტემის დანერგვა და ამისთვის საუკეთესო ტრენინგების ციკლი შევქმენით მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის.

2018 წელს მიღებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პირველი აკრედიტებული პროგრამის სწავლების  კურსზე  აქტიურად დავიწყეთ, პროგრამის ფარგლებში, მსმენელებისთვის დამატებით იმ ფუნდამენტური ნაწილის უფასოდ სწავლება, რაც ითვალისწინებს სახელმძღვანელო დოკუმენტაციის ჩამოყალიბებას, სტრუქტურირებას და ეტაპობრივ იმპლემენტაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენმა კურსდამთავრებულმა შეძლოს არა მხოლოდ დასაქმება, არამედ სისტემის ეფქტიანი დანერგვა რომ, უმოკლეს დროში, მიღწეულ იქნას შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტური  მართვა  დასაქმებულების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.

შრომის უსაფრთხოების კულტურა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებით ვერ ჩამოყალიბდება. მცოდნე, გამოცდილი, მტკიცე ხასიათის და სამაგალითო ქცევის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები  მნიშვნელოვანი რგოლია ჩვენი ქვეყნის შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებაში და სწორედ ამიტომ, მათი მომზადების პროცესი უნდა ასახავდეს ამ საპასუხისმგებლო და საამაყო პროფესიაში ჩართვისთვის მნიშვნელოვანი თვისებების, ჩვევების გამომუშავების ფუნდამენტურ ეტაპებს. 

ჩვენ მთელი ენერგია მოვახმარეთ სასწავლო პროცესის სრულყოფას, რათა მოვამზადოთ ისეთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, მაქსიმალურად რომ გამოავლენენ თავიანთ  საუკეთესო შესაძლებლობებს!

     დავით მაზმიშვილი
bottom of page