ხშირად დასმული კითხვები

 

 

გთავაზობთ იმ კითხვებზე პასუხს რომლთაც ყველაზე ხშირად გვისვავენ ჩვენი კლიენტები.

თუ გაქვთ კითხვა გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე.

 

01 რა ზომის კომპანიას ესაჭიროება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი?

საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ განმარტავს:

"დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია დანიშნოს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

 

 

02 რატომ უნდა გავიარო აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კურსი?

საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ განმარტავს:

"შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა".

"შრომის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია (უნარები და ტექნიკური ჩვევები, რომლებიც დასტურდება აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობით).

03 შემიძლია თუ არა რომ მოვიწვიო შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი /ორგანიზაცია?

საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ განმარტავს:

"თუ საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის,სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათისა და სტრუქტურის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით დამსაქმებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, დამსაქმებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები.

04 რა არის ყველაზე ხშირად აღმოჩენილი ნაკლოვანებები და სტანდარტთან შეუსაბამობები?

ყველაზე ხშირად ვხედავთ, რომ კომპანიებს არააქვთ: დოკუმენტაცია და სპეციალური ინსტრუქციები, პოლიტის და შრომის უსაფრთხოების სახელმძღვანელო დებულება, ინსტრუქტაჟების ჟურნალი, არ ხორცლიედება საფრთხის იდენტიფიცირება და რისკის შეფასება, პერსონალს არააქვს ინდივიდუალური დაცვის საშვალებები, ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა არ მოწმდება კანონის შესაბამისად და არის გაუმართავი, ევაკუაციის გეგმის არარსებობა, გაუმართავი ცეცხლმაქრები, არ ტარდება სახანძრო ევაკუაციის სავარჯიშოები. ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების მართვის გეგმა.

 

05  როგორ მოვემზადოთ შრომის უსაფრთხოების ინსპექციისთვის?

თქვენი ორგანიზაციის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენი ესპერტები შეაფასებენ მდგომარეობას და წარმოგიდგენენ გეგმას რაც დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის მდგომარეობა და წარმატებით გაიაროთ ნებისმიერი შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება. 

 
06 რა უპირატესობები აქვს ჩვენს შრომის უსაფრთხოების ტრენინგების კურსს მისი ინტერაქტიური ხასიათიდან გამომდინარე?

ტრენინგების ინტერაქტიური ხასიათი განაპირობებს სწავლების პროცესის მოტივაციას, აღძრავს მსმენელებში ცნობისმოყვარეობას, ანიჭებს მათ სიამოვნებას, აძლიერებს ერთმანეთთან ურთიერთობის, გამოცდილების გაზიარების ინტერესს; ხელს უწყობს სპეციალისტის განვითარებას; აადვილებს იმ კომუნიკაციური და ქცევითი ნორმების ფორმირებას, რაც უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს; ინტერაქტიური მეთოდები ეხმარება მსმენელებს, დაინახონ ორგანიზაციული ფაქტორის მომენტები საკუთარი პროფესიული თუ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან და უკეთ ჩასწვდნენ იმ სირთულეებს, რომლებიც თან ახლავს ადამიანთა შორის ურთიერთობის ფსიქიკურ, სოციალურ და ორგანიზაციულ პროცესებს, ხედავს მათ ურთიერთკავშირს და სწავლობს მათ გამოყენებას.

 

 

 

07  რას ემსახურება შრომის უსაფრთხოების ტრენინგების კურსი და რამდენად შედეგიანია? 

ჩვენი ტრენინგების მიზანია საშუალება მივცეთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს გაიღრმავონ ხოლო დამწყებებმა შეიძინონ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ კონკრეტულ შრომის უსაფრთხოებისა ამოცანების გადაჭრაში დაეხმარება. 

ის, თუ რამდენად შეძლებს მსმენელი ტრენინგების კურსის დროს შეიძინოს ცოდნა, დამოკიდებულია ტრენინგის დროს მსმენელის ჩართულობასა და ინტერაქტივში აქტიურ მონაწილეობაზე. თუმცა ხშირად შედეგზე ზეგავლენას ახდენს წარსული სამუშაო პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება რომელიც მსმენელს მანამდე აქვს მიღებული.

ტრენინგები იყოფა საერთო შრომის უსაფრთხოების, მიზნობრივ შრმოის უსაფრთხოების და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო კურსებად:

ა) საერთო შრომის უსაფრთხოების კურსების გავლა საჭიროა ყველა თანამშრომლისთვის და ხელს უწყობს შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებას.

ბ) მინზნობრივი შრომის უსაფრთხოების კურსების გავალა საჭიროა გარკვეული სამუშაოების შესრულებისას.  გ) შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის კურსი სავალდებულოა შრმოის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის.

08  როგორ დავიწყოთ შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესება?

შრომის უსაფრთხოების გაუმობესება არის მუდმივი პროცესი და მოითხოვს გარკვეული პროცესებისა და პროცედურების იმპლემენტაციას. გაუმჯობესების დაწყებამდე აუცილებელია განვსაზღვროთ ორგანიზაციის ბაზისური, საწყისი  მდგომარეობა. დაგვიკავშირდით და ჩვენ შემოგთავაზებთ თქვენ ორგანიზაციაზე მორგებულ მეთოდის.  

 

 

 

09  რას მოიცავს სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი?

სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი მოიცავს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად სახანძრო უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების, წარმოების და მოწყობილობების ტექნოლოგიური პროცესების სახანძრო საშიშროების, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების, აგრეთვე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მათი ამოქმედების წესის სწავლებას. ტრენინგის ჩატარებისას გაითვალისწინება ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკა.   

 

 

 

10  ვინ უნდა გაიაროს სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი?

სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი გათვალისწინებულია ორგანიზაციის ყველა რგოლის თანამშრომლისთვის. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი უტარდება ყველა მუშაკს, კვალიფიკაციის, განათლების, სტაჟის და შესასრულებელი სამუშაოების ხასათის მიუხედავად.