top of page
სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი

სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად რეგლამეტში აღნიშნული მოთხოვნების შესრულება "სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, ობიექტების, საწარმოების და ორგანიზაციებისთვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა" 

რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად "ობიექტის თანამშრომლები სამუშაოდ დაიშვებიან მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების შემდეგ" 

 

"ტრენინგისას უნდა იყოს გათვალისწინებული ობიექტზე არსებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, აღჭურვილობა და არსებული ინსტრუქტაჟები".

"ხანძარსაშიში წარმოების მქონე ობიექტის ყველა მუშაკს, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის (50 ადამიანზე მეტი) შენობებში მომუშავეებს, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების (სადაც ადამიანები იმყოფებიან ღამის საათებში) მუშაკებს უნდა შეეძლოთ ხანძრის დროს მოქმედებების და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების გამოყენების პრაქტიკული ჩვენება".

 
ტრენინგის დროს ისწავლება შემდეგი საკითხები:

   1.სახანძრო უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნები;

   2.ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის გაცნობა;

   3.თანამშრომლების მოვალეობები და პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე;

   4.წარმოების და მოწყობილობების ტექნოლოგიურ პროცესების სახანძრო საშიშროებები.

   5.ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები.

   6.ხანძრის გაჩენის შემთხვევაში დაცვის საშვალებების გამოყენების წესები.

   7.სახანძრო პროფილაქტიკის ზოგადი ზომები და ხანძრის ჩაქრობაზე მიმართული ძირითადი მოქმედებები.

   8.ევაკუაციის განხორციელების წესები.

 9.ხანძარსაწინააღმდეგო ტრენინგის ჩატარებისას გაითვალისწინება ობიექტის საქმიანობის სპეციფიკა და გარემო.

 10.ნებისმიერი ხანძარსაწინააღმდეგო  ტრენინგის  დასასრულს  მოწმდება ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების გამოყენების, ხანძრის დროს მოქმედებების და ევაკუაციის წესების  ცოდნა ტესტირების საშუალებით.

  11.ტრენინგი ტარდება თვალსაჩინოების და სასწავლო-მეთოდური მასალების გამოყენებით.

 

ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის  სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგებს:

  1. საწყისი,

  2. განმეორებითი, 

  3. მიზნობრივი.

 

                       1. საწყისი ხანძარსაწინააღმდეგო ტრენინგი უტარდება:

ა) სამსახურში ახლად მიღებულ ყველა თანამშრომელს, მიუხედავად განათლებისა

და პროფესით (თანამდებობაზე) მუშაობის სტაჟისა;

ბ) სეზონურ თანამშრომლებს;

გ) ობიექტში მივლინებულ ყველა თანამშრომელს;

დ) საწარმოო სწავლებაში მონაწილე ან პრაქტიკაზე მყოფ პირებს;

ე) ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით სხვა კატეგორიის თანამშრომელს.

ტრენინგის ხანგრძლივობა შეადგენს 4 საათს.

 

                        2. განმეორებითი ხანძარსაწინააღმდეგო ტრენინგი ტარდება:

რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, განმეორებითი ხანძარსაწინააღმდეგო  ტრენინგი  უტარდება ყველა მუშაკს, კვალიფიკაციის, განათლების, სტაჟის და შესასრულებელი სამუშაოების ხასათის მიუხედავად, ობიექტის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით (განმეორებითი ტრენინგი რეკომენდირებულია ყოველ 6 თვეში, ვინაიდან მოთხოვნების შესაბამისად უნდა შემოწმდეს ევაკუაციის  გზების  გამოყენების ცოდნა. მოთხოვნა აზუსტებს რომ საევაკუაციო გეგმის გავარჯიშება უნდა მოხდეს ნახევარ წელიწადში ერთხელ).

ასევე ტარდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის და ახალი დოკუმენტების შემუშავების შემთხვევაში;

ბ) საწარმოს ტექნოლოგიური პროცესის შეცვლისას, მოწყობილობის, ინსტრუმენტების, საწყისი ნედლეულის, მასალების შეცვლის ან მოდერნიზაციის დროს, აგრეთვე ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობაზე მოქმედი სხვა ფაქტორების ცვლილებების შემთხვევაში;

გ)  ობიექტის  მუშაკების  მიერ  სახანძრო  უსაფრთხოების  მოთხოვნების  დარღვევისას,  რომლებმაც  გამოიწვიეს  ან  შეიძლება გამოიწვიონ ხანძარი;

დ) ანალოგიურ ობიექტებში ავარიების, ხანძრების შესახებ ცნობების მიღებისას;

ე) ობიექტის მუშაკების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების არასათანადო ცოდნის შემთხვევაში.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა შეადგენს 2 საათს.

                       3. მიზნობრივი ხანძარსაწინააღმდეგო ტრენინგი ტარდება:

ა) მომეტებულ ხანძარსაშიშროებასთან დაკავშირებული ერთჯერადი  ხანძარსაში სამუშაოების ჩატარებისას;

ბ) ავარიების, სტიქიური უბედურებების და კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციისას;

გ) ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებისას ფეთქებადსაშიშ საწარმოებში;

დ) ობიექტში ექსკურსიების ჩატარებისას;

ე) მსმენელების მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისას;

ვ) ობიექტში ადამიანთა მასობრივი თავშეყრის (50 ადამიანზე მეტი) ღონისძიებების მომზადებისას.

 
ტრენინგის ხანგრძლივობა შეადგენს 4 საათს.
ტრენინგის დოკუმენტირება:

 

კურსის დასრულებისას გაიცემა საბუთი დამსწრეების, სწალების მოდულების და ტესტების ჩაბარების ქულების მითითებით. დამკვეთის სურვილის შემთხვევაში მოხდება Safety Academia-ს სერთიფიკატის დაბეჭდვა თითოეულ მსმენელზე. ტრენინგის შემდეგ მოხდება კურსი დასრულების ჯგუფური ფოტოს გადაღება.

 

 

ტრენინგ-კურსის დროს გამოყოფილი ტრენერთა რაოდენობა: 1 ტრენერი

ტრენერები:

ბატონი ალბერტ რეკვავა,

საქართველოს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის სახანძრო უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე.

სახანძრო უსაფრთხოების აუდიტორი, უმაღლესი სპეციალური განათლებით, კვალიფიკაციით-ხანძარსაწინააღმედეგო უსაფრთხოების ინჟინერი. 40 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით.

ბატონი ალექს ჩადუნელი,

საქართველოს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტი.

სახანძრო უსაფრთხოების აუდიტორი, მეხანძრედ და სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქტორად 16 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით მათ შორის 7 წელი საზღვარგარეთ  საერთაშორისო კორპორაციებში.

ბატონი კობა მახათაძე,

შროის უსაფრთხოების სპეციალისტი,

საქართველოს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის ექსპერტი,

შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტორი და ტრენერი, სახანძრო და შრომის უსაფრთხოების აუდიტების და ტრენინგების წარმოების პრაქტიკული გამოცდილეიბით. 20 წლიანი სამუშაო სტაჟით.

ტრენინგის ჩატარების ადგილმდებარეობა: უსაფრთხოების აკადემიის ტრენინგ ცენტრი ან დამკვეთის ტერიტორია (ტრანსპორტირების თანხის დამატებით).


ტრენინგის ღირებულება ჯგუფზე: 487ლარი

დამსწრეების მაქსიმალური რაოდენობა ერთ ჯგუფში: 25 დამსწრე      

                                

რამოდენიმე ჯგუფის დატრენინგების შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება. დეტალებისთვის გთხოვთ მოგვწეროთ ტრენინგის მსურველთა საერთო რაოდენობა, ტრენინგის ჩატარების დრო და სასურველი ადგილი ელ-ფოსტაზე: training@safetyacademia.com

 

კურსის საფასური მოიცავს:

ტრენინგის დამადასტურებელ საბუთს, დამსწრეების გადასაცემ სახანძრო უსაფრთხოების სატრენინგო დოკუმენტაციას და ტრენინგის სახარჯ მასალას.

 

კურსზე დასწრებისთვის გთხოვთ გადახვიდეთ ტრენინგზე რეგისტრაციის გვერდზე და გაიაროთ რეგისტრაცია რის შემდეგაც მიიღებთ ინვოისს.
Fire Hoses
images7.jpg
bottom of page