top of page

ტრენინგი

  ტრენინგი არის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების და შრომის უსაფრთხოების დაგეგმილი სისტემით იმპლემენტირებადი ახალი პროცესებისა და პროცედურების გაცნობის საშუალება, რომ მათი საქმიანობა და სისტემის მუშაობა უფრო ეფექტური გახდეს.

 

დასაქმებულთა სწავლების მოთხოვნებს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა სადაც მოცემულია ის ძირითადი მიმართულებები და პრევენციული ღონისძიებები რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს.

საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნების შესაბამისად დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულებისთვის სწავლების (ტრენინგების) დაინსტრუქტაჟის ჩატარება და მათ გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია:

ა) შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი და სხვა ნორმების და უსაფრთხო შრომისპრინციპების შესახებ;

ბ) სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობისგამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების შესახებ;

გ) საგანგებო სიტუაციების, საევაკუაციო ღონისძიებების და მათი განხორციელების შესახებ.

 

დამსაქმებელმა სწავლების (ტრენინგების) ჩატარება უნდა უზრუნველყოს:

ა) დასაქმებულების დაქირავებისას, მათ მიერ სამუშაოს შესრულების დაწყებამდე;

ბ) დასაქმებულთა სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანისას/სამუშაოს შეცვლისას;

გ) ახალი ტექნოლოგიური პროცესისა და სამუშაო მეთოდების დანერგვის, ახალი მანქანა-დანადგარების გამოყენების ან/და საწარმოო პროცესის ცვლილების დაწყებამდე;

დ) განმეორებით, თავის მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ან საჭიროების მიხედვით.

 

სწავლება (ტრენინგები) და ინსტრუქტაჟი ტარდება სამუშაო საათებში. ტრენინგებისთვის გაცდენილი დღეები საპატიოდ ჩაითვლება და ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ, სამუშაო საათების პროპორციულად. სწავლება (ტრენინგები) და ინსტრუქტაჟი დასაქმებულებს უფასოდ უტარდებათ.

 

საწარმოს სიდიდისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულებს, დასაქმებულთა წარმომადგენელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს ან/და სამუშაოსივრცეში მყოფ სხვა პირს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც შეეხება:

ა) პროფესიულ რისკებსა და მავნე საწარმოო ფაქტორებს, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო ადგილთან, და დასაქმებულების ჯანმრთელობაზე მათ შესაძლო გავლენას, აგრეთვე მათგან თავის დაცვის მექანიზმებს;

ბ) რისკებს, რომელთა წინაშეც შეიძლება დადგნენ დასაქმებულები, და რისკების შედეგების შეფასებას, მათშორის, დამსაქმებლის მიერ მიღებულ შრომის უსაფრთხოებისა და პრევენციულ ზომებს;

გ) საგანგებო სიტუაციებს, საევაკუაციო გეგმებს და მომეტებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში მისაღებ ზომებს, აგრეთვე იმ ღონისძიებებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ავარიის ან ხანძრის შემთხვევაში;

დ) აკრძალვებს, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოში შესვლასთან, იქ ყოფნასთან და ისეთი სამუშაოს შესრულებასთან, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ე) გარკვეული სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ აკრძალვებს.

 უსაფრთხოების რისკის მენეჯმენტი წარმოადგენს საფრთხის იდენტიფიცირების, რისკის შედეგების ანალიზის, მართვის მოქმედების განსაზღვრას და საჭირო ღონისძიებების ჩატარებას საფრთხის თავიდან აცილების ან შემცირებისათვის.

სააბონენტო მომსახურება

   

   ჩვენ გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების სისტემის სააბონენტო მოქნილ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს 150 წლიანი გამოცდილების მობილიზებას თქვენი სირთულეების გადასაჭრელად.

უსაფრთხოების აკადემიის შრომის უსაფრთხოების ტრენინგ პროგრამები შემუშავებულია საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. კურსებს ატარებენ ქართველი და უცხოელი პრაქტიკოსი ექსპერტ-ტრენერები. ტრენინგის მეთოდოლოგია ითვალისწინებს მსმენელის ჩართულობის მაღალ დონეს. ქეისები განიხილება ჯგუფებში ინტერაქტიული დისკუსიების საშუალებით, რაც ეხმარება მონაწილეებს, ორგანიზაციაში დაბრუნებისთანავე, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს საქმიანობის გასაუმჯობესებლად. ტრენინგები ტარდება აკრედიტებული პროგრამის მიხედვით.

 

ტრენინგები შემუშავებულია სპეციალურად მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კანონთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს შრომის უსაფრთხოების სისტემა. ​შრომის უსაფრთხოების ტრენინგების პროგრამები დაბალანსებულია თეორიული და პრაქტიკული ნაწილით, რაც საშუალებას აძლევს მსმენელს სწრაფად და მარტივად აღიქვას მიღებული ინფორმაცია.

ჩვენი შრომის უსაფრთხოების ტრენინგები იყოფა რამოდენიმე მიმართულებად:

ა) ხელმძღვანელი რგოლის ტრენინგები მოიცავს თემებს რომლებიც მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების სისტემის მართვაში ჩართული პირებისთვის.

1. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული კურსი,

2. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის საფუძვლები,

3. რისკების მართვის საფუძვლები,

4. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შემუშავება, 

5. უბედური შემთხვევების მოკვლევის გეგმის შემუშავება,

6. პროფესიული დაავადებების მოკვლევის და ანგარიშგების გეგმის შემუშავება,

7. უსაფრთხოების კულტურის შეფასება და გაუმჯობესების გეგმის შემუშავება,

8. შიდა ორგანიზაციული და კონტრაქტორების აუდიტის გეგმის შემუშავება,

9. შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებების დაგეგმვა და ორგანიზება,

10. სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა,

11. ავტოტრანსპორტის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა,

12. სპეცტექნიკის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა,

13. პირადი და კოლექტიური დაცვის საშუალებები და მათი მოვლა პატრონობა, 

14. გარემოს დაცვის გეგმა,

15. ნარჩენების მართვის პაროგრამის შემუშავება და დანერგვა,

16. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის შემუშავება,

17. ქცევითი უსაფრთხოება და ადამიანური ფაქტორის გავლენა შრომის უსაფრთხოებაზე, 

​18. პერსონალის ტრენინგების პროგრამის მოთხოვნების შემუშავება,

19. ევაკუაციის დაგეგმვა და მართვა, 

20. ერგონომიკის მნიშნველობა და საფრთხეების იდენტიფიცირება,

21. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის პრევენციული და რეაქტიული ინდიკატორები,

22. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტის წარმოების საფუძვლები 

ბ) მიზნობრივი ტრენინგები მოიცავს თემებს რომლებიც მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროფესიყლი სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულებისთვის.

  1. „ინდივიდულაური დაცვის საშვალებები“

  2. „ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებების კონტროლი“

  3. „ელექტრო მეურნეობის და ელექტრო-ტექნიკური სამუშაოების უსაფრთხოება“

  4. „სახანძრო უსაფრთხოება“

  5. "ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებების პრაქტიკული გამოყენება"

  6. „პირველადი დახმარების ტრენინგი“ 

  7. „სიმაღლეზე მუშაობა და დაცემისგან დაცვა“

  8. „შეზღუდულ სივრცეში უსაფრთხო მუშაობა“

  9. „ტექნიკური საშვალებები და მათი ექსპლუატაციის უსაფრთხოება“

  10. „სიმძიმეების ფიზიკური აწევა“ და „კიბის უსაფრთხოდ გამოყენება“

  11. „ხელის პორტატული - მექანიკური და ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენება“

  12. „შედუღების და გრაინდერის გამოყენების უსაფრთხოების წესები“

  13. „შეკუმშული გაზის ცილინდრები“

  14. „აზბესტის უსაფრთხოება“

  15. „ამწე მექქნიზმების უსაფრთხოება“

გ) სტანდარტების დანერგვის ტრენინგები

  • შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტი ISO 45001 სტანდარტის შესაბამისად

  • შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოების ტექნიკა OHSAS 18001 სტანდარტის შესაბამისად

  • გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები ISO 14001 სტანდარტის შესაბამისად 

  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემები ISO 9001 სტანდარტის შესაბამისად

  • მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტი​ ISO 19011 რეკომენდაციების ბაზაზე.


მნიშვნელოვანია, ყველა მენეჯერს და თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს შრომის უსაფრთხოებასთან დაცვასთან დაკავშირებული ცოდნა და შესაბამისად ჰქონდეთ გაწერილი მოვალეობა და პასუხისმგებლობა. ეს ტრენინგები იდეალურია ხელმძღვანელი რგოლისთვის, რაც სამუშაო გარემოში საფრთხის იდენტიფიცირების და რისკების მართვის უნარ-ჩვევებს შემატებს მათ. ტრენინგი წარმოადგენს უსაფრთხოების მართვის სისტემის ეტაპობრივი გაცნობისა და მართვის უნარ-ჩვევების განვითარების პრაქტიკულ საშუალებას.

ჩვენს მიერ პერსონალის სერტიფიკაციის მიზანია დავადასტუროთ და ვაღიაროთ ინდივიდის კომპეტენტურობა იმ კონკრეტული დავალების და სამუშაოს შესრულებისთვის რომელსაც გადის მსმენელი.

 

ტრენერები: დავით მაზმიშვილი, გია ივანიშვილი, ზურაბ პავლიაშვილი, ალბერტ რეკვავა, ალექს ჩადუნელი, პავლე კოჩაშვილი, ნუცა კიკნაძე, მერაბ მერაბიშვილი, ზურაბ გაბრუაშვილი, ლაშა მკურნალიძე, ვლადიმერ მურადიანი, ქეთევან ველიაშვილი, მიხეილ ცერცვაძე.

რეგისტრაცია

   ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ გვერდის ბოლოში განლაგებული რეგისტრაციის ფორმა თქვენთვის სასურველი კურსის დასახელების მითითებით.

რეგისტრაციის შემდეგ დეტალების დასაზუსტებლად თქვენ დაგიკავშირდებათ სასწავლო პროცესის კოორდინატორი.

 

კორპორატიული კლიენტებისთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზება. ასეთი ტრეინინგის ორგანიზება შესაძლებელია თქვენი ორგანიზაციის ბაზაზე, რაც, ერთის მხრივ, ამცირებს ტრენინგის თვითღირებულებას, მეორეს მხრივ, შედეგიანად გამოიყენებთ თანამშრომლის სამუშაო დროს. კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: safetyacademia@gmail.com

bottom of page