ევაკუაციის გეგმა
სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ადამიანთა მასობრივი თავშეყრის და სართულზე 10 და მეტი ადამიანის სამუშაო ადგილის მქონე ობიექტებში, ასევე შენობებში, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ყველა სართულზე საევაკუაციო გასასვლელებთან უნდა იქნეს გამოკრული ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა რომლის შედგენის წესი მკაცრად არის განსაზღვრული.
ობიექტების ხელმძღვანელებმა არანაკლებ ნახევარ წელიწადში ერთხელ უნდა უზრუნველყონ ხანძრის დროს პერსონალის მოქმედებების გავარჯიშება შენობის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის ყველა ელემენტის გამართული მუშაობის შემოწმების პარალელურად.
ევაკუაციის გეგმის გრაფიკული გამოსახულების ნიმუში
რეგლამენტის თანახმად შემუშავებული უნდა იქნეს ხანძრის პირობებში ევაკუაციის უზრუნველყოფისათვის პერსონალის მოქმედებების ინსტრუქცია. ხანძრის პირობებში ევაკუაციის უზრუნველყოფისათვის პერსონალის მოქმედებების ინსტრუქციის შემუშავება ხდება ცხრილის სახით, სადაც მოყვანილია ხანძრის პირობებში პერსონალის მოქმედებების ჩამონათვალი, მათი თანმიმდევრობა, შემსრულებლები. ინსტრუქციაში ასევე აღინიშნება შენობაში ხანძრის შესახებ ადამიანებისათვის შეტყობინების წესი, ევაკუირებულების აღრიცხვის წესი.
ევაკუაციის გეგმის შემუშავების თანმიმდევრობა:
1. ევაკუაციის გეგმის შემუშავების მსურველმა კომპანიამ უნდა მოგვაწოდოს ტერიტორიის გენერალური გეგმა და შენობების აზომვითი ნახაზები პდფ და არქიკადში ან ქორელის ფორმატში.
2. ჩვენი სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტები შეისწავლიან მოწოდებულ ინფორმაციას 1 ან 10 სამუშაო დღის განმავლობაში (დღეების რაოდენობა დამოკიდებულია ობიექტის ფართობსა და კომპლექსურობაზე).
3. განხორციელდება ექსპერტის ვიზიტი და მოხდება ობიექტის ოპერატიულ-ტაქტიკური მახასიათებლების შესწავლა, რაც მოიცავს შემობა ნაგებობების კონსტრუქციული ელემენტების შესწავლას, დაგეგმარებას, აზომვითი ნახაზების არსებულ რეალობასთან შესაბამისობის განაზღვრას, მოსალოდნელი რისკების დადგენას, ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებების სახეობის და რაოდენობის განსაზღვრას, წარმოების ტექნოლოგიური პროცესების ხანძარფეთქებადსაშიშ კატეგორიების დადგენას, მოსალოდნელი ხანძრების კლასიფიცირებას, ევაკუაციის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას (მარშრუტები, კბის უჯრედები, გასასვლელები, შეკრების ადგილები და მათი ნორმებთან შესაბამისობა)
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში განხორციელდება ობიექტის შეფასება ადგილზე.
4. საევაკუაციო გეგმების მომზადება
დღეების რაოდენობა დამოკიდებულია ობიექტის ფართობსა და კომპლექსურობაზე და განისაზღვრება1-იდან 15 სამუშაო დღემდე.
5. დაბეჭდვა და გადაცემა (შეთანხმებული ფორმით)
სამუშაო დღეების რაოდენობა - 1 სამუშაო დღე
ფასები განისაზღვრება სამუშო დღების რაოდენობის, ობიექტის ფართობისა და კომომპლექსურობის მიხედვით.
მოქმედებს ფასდაკლების პროგრამა კლიენტზე მორგებული სხვადასხვა კრიტერიუმების შესაბამისად.
თუ კომპანიას არ აქვს აზომვითი ნახაზები მაშინ ჩვენ მოგიმზადებთ. აზმოვითი ნახაზების მომზადების ფასი იწყება 0.60 თეთრიდან ერთ კვ. მეტრზე. მოგვწერეთ თქვენი ფართის აღწერილობა და შემოგთავაზებთ თქვნზე მორგებულ ფასს.
აზომვითი ნახაზის მხოლოდ სახანძრო ევაკუაციის გეგმისთვის მომზადების ფასი შეადგენს 0.30 თეთრს.
სტანდარტული ფასი ანგარიშდება შემდეგი კომპონენტებით:
-
საევაკუაციო გეგმის ელექტრონული ფორმით მომზადება:
-
250 ლარი - 1,000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მომზადება და მოხდება გეგმის ელექტრონულად გადაცემა (ერთი ცალი გეგმის მომზადება),
-
0.35 თეთრი - ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე 1,000 კვ./მ-ის ზემოთ მომზადება და მოხდება გეგმის ელექტრონულად გადაცემა (ერთი ცალი),
-
5 ლარი - ერთი ელექტრონული გეგმის ზემოთ ყოველი დამატებითი გეგმის ელექტრონულად მომზადება და გადაცემა,
-
3 ლარი - დამატებით თითოეულ გეგმაზე ინგლისური ტექსტის დამატება.
-
-
მომზადებული საევაკუაციო გეგმის ამობეჭდვა და ლამინირება:
-
6 ლარი - თითო გასაკვრელი A2 ზომის გეგმის ამობეჭდვა და ლამინირება.
-
5 ლარი - თითო გასაკვრელი A3 ზომის გეგმის ამობეჭდვა და ლამინირება.
-
4 ლარი - თითო გასაკვრელი A4 ზომის გეგმის ამობეჭდვა და ლამინირება.
-
-
საევაკუაციო გეგმის ჩარჩოში ჩასმა:
-
18 ლარი - თითო A2 ზომის გეგმის ჩარჩოში ჩასმა,
-
15 ლარი - თითო A3 ზომის გეგმის ჩარჩოში ჩასმა
-
13 ლარი - თითო A4 ზომის გეგმის ჩარჩოში ჩასმა
-
-
ექსპერტის ვიზიტი ობიექტის შესაფასებლად (ერთ დღიანი ვიზიტი):
-
80 ლარი - თბილისის მაშტაბით,
-
100 ლარი - რეგიონებში და 0.50-დან 0.80 თეთრი კილომეტრზე საგზაო მანძილის მიხედვით.
-
შეავსეთ განაცხადის ფორმა და ინფორმაცია გადმოგვიგზავნეთ იმეილზე: safetyacademia@gmail.com
ან გაესაუბრეთ ექსპერტებს ტელეფონზე: +995 577 044-800