top of page

დოკუმენტაცია

შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის წარმატებულად დანერგვის და მართვისთვის აუცილებელია სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავება და მათი წარმოების პროცესების წარმართვა.

საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონი განსაზღვრავს რიგ ვალდებულებებს რომლის მიხედვითაც უნდა დოკუმენტირდებოდეს ყველა ის პროცესები და პროცედურები რომლებიც შრომის უსაფრთხოების მართვასთან არის დაკავშირებული.

ყველაფრის საწყისი კი არის ვალდებულება რომლის შესაბამისადაც დამსაქმებელი ვალდებულია "ფუნქციების განაწილების საფუძველზე წერილობით განსაზღვროს შრომის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი დასაქმებულების და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა"

 ჩვენ დაგეხმარებით სახანძრო და შრომის უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტაციის, სპეციალური ინტრუქციების და იმ საბაზისო დოკუმენტაციის პაკეტის მომზადებაში, რომელიც სავალდებულოა და მოითხოვება კანონმდებლობის და სტანდარტების მიხედვით.

შრომის უსაფრთხოების წესდებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შედგენა აუცილებელია ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი ორგანიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, ყველა თანამდებობის პირს თუ თანამშრომელს განსაზღვრული და დოკუმენტირებული ჰქონდეს მისთვის მინიჭებული უფლებებისა და მოვალეობების ჩამონათვალი. 

 

ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან არსებული დოკუმენტაციის რევიზიისა და აღმოჩენილი შეუსაბამობების გამოსწორებაში.

ჩვენ გვაქვს შაბლონური ჟურნალები და ასევე ვადგენთ კონკრეტულ ორგანიზაციაზე მორგებულ დოკუმენტაციას.

 

შაბლონური ჟურნალების დასახელებები და განფასება მითითებულია ქვემოთ ხოლო თქვენი ორგანიზაციისთვის მორგებული დოკუმენტაციის შედგენის განფასებისთვის საჭიროა შეუკვეთოთ ექსპერტის ვიზიტი რომელიც ადგილზე განსაზღვრავს სამუშაოს მოცულობას.

 

ექსპერტის ვიზიტი ფასიანია:

თბილისის მაშტაბით შეადგენს 150 ლარს

რეგიონებში 190 ლარს (ასევე ტრანსპორტირების 0,60 თეთრი კილომეტრზე).

ტელ: +995 577 044 800

შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის მიხედვით, საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათის, სტრუქტურის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით, სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი თავისი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში ვალდებულია:

  • აღრიცხოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები, საშიში შემთხევები და პროფესიული დაავადებები  და მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს დასაქმებულს ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელს.

  • განაწილების საფუძველზე წერილობით განსაზღვროს შრომის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი დასაქმებულების და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა.

  • რისკის შემცველ სამუშაო ადგილებზე მხოლოდ იმ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის დაშვება, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი სპეციალური სწავლება ან ინსტრუქტაჟი.

 

საკანონმდებლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და სისტემის გამართულად მუშაობისთვის ჩვენ შევიმუშაეთ სტანდარტული ჟურნალები, ინსტრუქციები და ფორმები რომლითაც შეგიძლიათ აღრიცხოთ და დაადოკუმენტიროთ. ყველა დადოკუმენტირებულ მონაცემებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი იყენებს სტატისტიკური მონაცემებისთვის რომელიც განიხილება უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრებზე.

  • აღრიცხვის ჟურნალები:

  • N101 - საფრთხის იდენტიფიცირების და პროფესიული რისკების აღრიცხვის ჟურნალი 

  • N102 - რისკების შეფასების დოკუმენტების რეესტრი და გადახედვა-განახლების აღრიცხვის ჟურნალი

  • N103 - უბედური შემთხვევის აღრიცხვის ჟურნალი

  • N104 - პროფესიული დაავადების აღრიცხვის ჟურნალი

  • N105 - საშიში შემთხევების აღრიცხვის ჟურნალი

  • N106 - დასაქმებულთა სამედიცინო შემოწმების აღრიცხვის ჟურნალი

  • N107 - გაცდენილი სამუშაო საათების აღრიცხვის ჟურნალი

  • N108 - მიკროკლიმატის გაზომვების ჩატარების აღრიცხვის ჟურნალი

  • N109 - უსაფრთხოების კომიტეტის თათბირების ჩატარების აღრიცხვის ჟურნალი

  • N110 - უსაფრთხოების თათბირების ჩატარების აღრიცხვის ჟურნალი

  • N111 - ალკო და ნარკო თრობაზე შემოწმების აღრიცხვის ჟურნალი

  • ინსტრუქტაჟების აღრიცხვის ჟურნალები:

  • N201 - შესავალი ინსტრუქტაჟის აღრიცხვის ჟურნალი

  • N202 - მიზნობრივი ინსტრუქტაჟის აღრიცხვის ჟურნალი

  • N203 - ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გაცემის და ინსტრუქტაჟის აღრიცხვის ჟურნალი

  • N204 - ხანძარსაწინააღდეგო ინსტრუქტაჟის აღრიცხის ჟურნალი

  • ინსპექციების (შემოწმებების) ჩატარების აღრიცხვის ჟურნალები:

  • N301 - ცეცხლმაქრების პერიოდული შემოწმების აღრიცხვის ჟურნალი

  • N302 - ავტო და სპეც ტექნიკის მომსახურების ისტორიის ჟურნალი

  • N303 - ავტო და სპეც ტექნიკის პერიოდული შემოწმების აღრიცხვის ჟურნალი

  • N304 - პირველი დახმარების ყუთის გახარჯვის აღრიცხვის ჟურნალი

  • სწავლებების (ტრენინგების) ჩატარების აღრიცხვის ჟურნალები:
  • N401 - შრომის უსაფრთხოების სწავლებების ჩატარების აღრიცხვის ჟურნალი

  • N402 - პირველი სამედიცინო დახმარების სწავლების ჩატარების აღრიცხვის ჟურნალი

  • N403 - საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და ევაკუაციის განხორიელების აღრიცხვის ჟურნალი

  • ინსტრუქციები:

  • N501 - რისკების შეფასების წარმოების ინსტრუქცია

  • N502 - შიდა ორგანიზაციული ისპექციების წარმოების ინსტრუქცია

  • N503 - უბედური შემთხვევის მოკვლევის ჩატარების ინსტრუქცია

  • N504 - პროფესიული დაავადებების მოკვლევის ჩატარების ინსტრუქცია

  • N505 - ელექტროუსაფრთხოების I ჯგუფზე დაშვების აღრიცხვის ჟურნალი

  • N506 - აუდიტის წარმოების ინსტრუქცია

  • წესების კრებული:

  • N601 - შრომის უსაფრთხოები უზრუნველმყოფი საერთო უსაფრთხოების წესები

  • N602 - ქიმიური ნივთიერებების მიღება, შენახვა და გამოყენების წესები

  • N602 - ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევისა და გამოყენების წესები

  • N603 - უსაფრთხოების კომიტეტის და თათბირების წარმოების და ოქმის დოკუმენტირების წესი

  • N604 - შრომის უსაფრთხოების ინდიკატორების ჩამოყალიბებისა და მონიტორინგის წესი

  • პროგრამები და გეგმები:

  • N701 - ნარჩენების მართვის პროგრამა

  • N702 - ტრენინგების გეგმა

  • N703 - საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა

  • N704 - სამაშველო გეგმა (სიმაღლეზე მუშაობისას)

  • ბრძანებები:

  • N801 - პასუხისმგებელი პირების დანიშვნის ბრძანებები

  • ინსპექტირებების კითხვარები:

  • N901 - ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების შემოწმების კითხვარი

  • N902 - სპეც-ტექნიკის უსაფრთხოების შემოწმების კითხვარი

  • N903 - დამტვირთველის უსაფრთხოების შემოწმების კითხვარი

  • N904 - ოფისის უსაფრთხოების შემოწმების კითხვარი

  • N905 - სასაწყობე მეოურნეობის უსაფრთხოების შემოწმების კითხვარი

  • თანამდებობრივი ინსტრუქიები:

  • თანამდებობრივი ინსტრუქციები დაყოფილია პრევენციულ და რეაქტიულ ღონისძიებების ინსტრუქციებად რომლებიც მზდდება კონკრეტულ ორგანიზაციულ სტრუქტურასა და ფუნქციური განაწილების გათვალისწინებით.


       ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალის შეკვეთის შეთხვევაში მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

  • ბრძანებების მომზადება 5 ლარი

  • თითოეული ჟურნალის ფასი 10 ლარი

  • თითეოული ინსტრუქციის ფასი 30 ლარი

  • თითოეული წესების კრებულის ფასი არის 100 ლარი

  • პროგრამებისა და გეგმების მომზადება 250 ლარი

შრომის უსაფრთხოების სააბონენტო მომსახურების განფასების მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მითითებულ ვებ-გვერდზე:

bottom of page