top of page

ინციდენტი თბილისის ზღვასთან მიმდინარე მშენებლობაზე

თბილისის ზღვასთან მიმდინარე მშენებლობაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით "ჰუალინგ" ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ დღეს, დაახლოებით15:00 საათზე "ჰუალინგ" ჯგუფის ტერიტორიაზე, თბილისის ზღვასთან მიმდინარე მშენებლობაზე უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 9 დაშავდა. აღნიშნულ ფაქთან დაკავშირებით "ჰუალინგ" ჯგუფის მენეჯმენტი წუხილს გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. "სამშენებლო სამუშაოებს თბილისის ზღვაზე აწარმოებდა ჩვენი კონტრაქტორი კომპანია შპს "ფრანჯეო დიზაინ ენდ კონსტრაქშენ", დაზარალებულებიც სწორად ამ კომპანიის თანამშრომლები იყვნენ. ჩვენ მკაცრად ვთხოვთ ჩვენს კონტრაქტორებს უსაფრთხოების ზომების დაცვას, რასაც ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულებაც ითვალისწინებს. იყო თუ არა დარღვეული უსაფრთხოების ზომები ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამას გამოძიება დაადგენს. საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას კი ნგრევის შესახებ, არ ვადასტურებთ, თვითმხილველების თქმით, ინციდენტი ხარაჩოს კონსტრუქციის მაღალი ძაბვის ხაზზთან შეხებამ გამოიწვია. ტერიტორიაზე არაფერი ჩამონგრეულა", - აცხადებს "ჰუალინგ" ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ შიშინაშვილი. "ჰუალინგ" ჯგუფის ინფორმაციით, დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოებში გადიან. "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემთხვევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ჩვენი კონტრაქტორი კომპანია შპს "ფრანჯეო დიზაინ ენდ კონსტრაქშენ" გაიღებს. ინციდენტთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს გამოძიება", _ განმარტავენ "ჰუალინგ" ჯგუფში. წყარო interpressnews

Featured Posts
Recent Posts
bottom of page