შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება 13/09/2021-ის N# 01-81/ნ-ის მიხედვით,13/10/2018 წლის N#01-25/ნ
ბრძანებაში განხორცილებული ცვლილებების შესაბამისად
მიღებული აკრედიტაციის შესაბამისად მენელმს შეუძლია ისწავლოს სრული აკრედიტებული პროგრამით რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი სექტორული მიმართულებით შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად სასაქმებისთვის.
1. სრული აკრედიტებული პროგრამა – აკრედიტებული პროგრამა, რომელიც მოიცავს აკრედიტაციის წესით დადგენილ ყველა სავალდებულო მოდულის გავლისა და სათანადო გამოცდის ჩაბარების შედეგად ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობას ნებისმიერი სექტორული მიმართულებით.
1.1 სრული აკრედიტებული პროგრამის საათობრივი მოცულობა ყველა მოდულის ჯამი - 230 აკდემიური საათი, მათ შორის 133 თეორიული და 97 პრაქტიკული. საიდანაც:
-
ზოგადი საბაზისო მოდულები - 108 აკადემიური საათი, მათ შორის, 101 თეორიული და 7 პრაქტიკული.
-
ყველა თემატური მოდულის ჯამი - 122 აკადემიური საათი, მათ შორის 32 თეორიული და 90 პრაქტიკული
დეტალური ინფორმაციის და რეგისტრაციისთვის გადადით სრული აკრედიტებული პროგრამის გვერდზე.
2. აკრედიტებული პროგრამა დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე – აკრედიტებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადებას ყველა სექტორში, გარდა „მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით განსაზღვრული სამუშაოების ჩამონათვალისა.
ამ პროგრამით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი პირის დასაქმება დაუშვებელია მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე/ობიექტებზე.
2.1 პროგრამის საათობრივი მოცულობა ყველა მოდულის ჯამი - 148 აკდემიური საათი, საიდანაც:
-
108 აკადემიური საათი ზოგადი საბაზისო მოდულები - მათ შორის, 101 თეორიული და 7 პრაქტიკული.
-
40 აკადემიური საათი თემატური მოდულები, მათ შორის:
-
20 აკადემიური საათი შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში
-
20 აკადემიური საათი შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში.
-