top of page

ძლიერი ხანძარი სიღნაღში


ხანძარი იმდენად მძლავრია, რომ ცეცხლი მეზობელ სახლებზეც გადავიდა. როგორც “კვირას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 13 სახანძრო-სამაშველო ერთეული, რომლებიც 500 კვადრატულ მეტრზე ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ადგილზე სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად, კახეთის რეგიონის სხვადასხვა რაიონებიდან დამხმარე ბრიგადებიც არიან მობილიზებული. ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

Featured Posts
Recent Posts
bottom of page