top of page

შრომის უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტაცია



შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სისტემური პროცესებისა და პროცედურების იმპლემენტაციის და კონტროლისთვის აუცილებელი მმართველობითი დოკუმენტაციის შემუშვება

შრომის უსაფრთხოების სისტემა კომპლექსურია და მისი მშენებლობისთვის იკვეთება რამდენიმე ეტაპი: პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს სისტემის დოკუმენტირება, რასაც წინ უძღვის კომპანიის სპეციფიკის შესწავლა. შემდეგ ეტაპად ხორციელდება დოკუმენტირებული სისტემის დანერგვა. პირველ ეტაპზე უმთავრესი არის პოლიტიკის განსაზღვრა და შემდეგ ყველა დასაქმებულის, დასაქმებულთა წარმომადგენლის და სხვა პირების ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის განაწილება.

ვიანიდან, საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონის შესაბამისად დამსაქმებელი ვალდებულია “ფუნქციების განაწილების საფუძველზე წერილობით განსაზღვროს შრომის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი დასაქმებულების და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების ვალდებულებები და პასუხისმგებლობები.


დოკუმენტირება უნდა განხორციელდეს კომპანიის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებული ყველა საკანონმდებლო მოთხოვნის. პროფესიული საქმიანობის მიმართულებით უნდა გაიწეროს შრომის უსაფრთხოების დაცვის ყველა პროცედურა, რომლებიც სამუშაო გარემოსა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებული რისკების მართვას ეხება, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ყველა სამუშაო გარემოსა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ საფრთხეების იდენტიფიცირებას, რისკების შეფასებას, ანალიზს და საკონტროლო პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას. ეს, ერთის მხრივ, ძალიან მარტივად წარმოთქმული რისკების მართვის პროცესი, საკმაო დოკუმენტაციის წარმოებას, ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს იმისათვის ,რომ დავიცვათ ადამიანები და ბიზნესი ზიანისგან. ორგანიზაციის მმართველი რგოლის ჩართულობითა და სპეციფიკის გათვალისწინებით დოკუმენტაციის განხორცილება აუცილებელი წინაპირობაა შრომის უსაფრთხოების სისტემის დოკუმენტირებისას.

შრომის უსაფრთხოების საერთო წესების და თანამდებობრივი ინსტრუქციების შედგენა აუცილებელია ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი ორგანიზაციისთვის.

სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, ხელმძღვანელი რგოლის ყველა წარმომადგენელს და ყველა დასაქმებულს განსაზღვრული ჰქონდეს მისთვის გამიზნული ვალდებულებების ჩამონათვალი, ინსტრუქციები, ინსტრუქტაჟები, სატრენინგო პროგრამა და საერთო უსაფრთხოების წესები.

შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის მიხედვით

საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათის, სტრუქტურის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით, სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი თავისი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში ვალდებულია:

აღრიცხოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები, საშიში შემთხევები და პროფესიული დაავადებები და მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს დასაქმებულს ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელს.

წერილობით განსაზღვროს შრომის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი დასაქმებულების და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. რისკის შემცველ სამუშაო ადგილებზე მხოლოდ იმ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის დაშვება, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი სპეციალური სწავლება ან ინსტრუქტაჟი.

საკანონმდებლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შრომის უსაფრთოხების სიტემის დანერგვისა და გამართულად მუშაობისთვის ჩვენ შევიმუშაეთ სტანდარტული ჟურნალები, ინსტრუქციები, ინქპექტირებების კითხვარები, გეგმები და ფორმები რომლითაც მარტივად შეგიძლიათ დაადოკუმენტიროთ, აღრიცხოთ და მართოთ სისტემა. ყველა დადოკუმენტირებულ მონაცემებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი იყენებს სტატისტიკური ბაზის დამუშავებისთვის რომელიც განიხილება უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრებზე სისტემის შესაფასებლად და გაუმჯობესების ღონისძიებების განსაზღვრისთვის.


დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალისთვის გადადით ბმულზე:



Comentários


Featured Posts
Recent Posts
bottom of page