top of page

ISO სტანდარტები

ISO 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტი

 

   ISO 27001 სტანდარტი უზრუნველყოფს ორგანიზაციებში რისკების მართვის ერთიანი სისტემის ნაწილად დაინერგოს ინფორმაციული უსაფრთხოების მექანიზმები. ეს მოიცავს პირადი და/ან ბიზნეს ინფორმაციის, მონაცემების დაცულობას და დაცვას ჰაკერებისგან. 

  ISO 27001-ის სტანდარტები დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, მიზნები და ამოცანები, პროცესები და პროცედურები. დანერგოთ და რეალობაში აამოქმედოთ ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, რისკების ანალიზი, რისკების შეფასება და რისკების მართვა.

    ასევე დაგეხმარებათ შეამოწმოთ და შეაფასოთ პროცესები და განახორციელოთ მათი მონიტორინგი, გაანალიზოთ პროცესების მიმდინარეობის ეფექტურობა და მოახდინოთ გამოვლენილი შედეგების ანგარიშგება. თქვენ შეძლებთ გაატაროთ გამოსასწორებელი და პრევენციული ზომები, რათა უზრუნველყოთ სისტემის მუდმივი გაუმჯობესება. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სარგებელი დაცული ინფორმაცია, მონაცემები შენარჩუნებული და გაუმჯობესებული კონკურენტუნარიანობა კანონმდებლობასთან შესაბამისობა გაუმჯობესებული კორპორატიული იმიჯი.

   სტანდარტი მიესადაგება ყველა ტიპის ორგანიზაციას, უფრო მეტად აქტუალური შეიზლება იყოს კომპანიებისთვის, რომლებიც კონფიდენციალურ ინფორმაციასთან და პირად მონაცემებთან მუშაობენ.

bottom of page