ISO სტანდარტები
ISO 14000 არის გარემოს დაცვის მენეჯმენტ სისტემის სტანდარტი.
აღნისნულ სტანადრტში დაკონკრეტებულია მოთხოვნები გარემოს დაცვის (ეკოლოგიური) მართვის სისტემისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას, შეიმუშავოს შესაბამისი პოლიტიკა და მიზნები, გაითვალისწინოს რელევანტური საკანონმდებლო და სხვა მოთხოვნები და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე არსებული ინფორმაცია.
ISO 14000 სტანდარტი განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, რომელთაც სურთ, დანერგონ გარემოს დაცვის მართვის სისტემა და სურთ, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შეესაბამებიან გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს.
გარემოს დაცვის მართვის სისტემის სტანდარტების იმლემენტაციის სარგებელი მდგომარეობს შემდეგში:
-
გაუმჯობესებული საქმიანობა გარემოს დაცვის თვალსაზრისით
-
გაუმჯობესებული კორპორატიული იმიჯი
-
გაუმჯობესებული ურთიერთობა სამთავრობო ორგანოებთან
-
შემცირებული ხარჯები
სტანდარტი მიესადაგება როგორც იმ ეკოლოგიურ ასპექტებს, რომლებსაც თავად ორგანიზაცია განსაზღვრავს და გამოყოფს, ისე ასპექტებს, რომელთა კონტროლიც და რომლებზე გავლენის მოხდენაც მას შეუძლია. თავად სტანდარტი არანაირ მითითებას არ აკეთებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებში მიღწევების კონკრეტულ კრიტერიუმებზე.