top of page

             შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების 

                230 საათიანი სრული აკრედიტებული პროგრამა

 

1. პროგრამის საფუძველი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბერის ბრძანება №01-81/ნ. „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 13 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაოაბზე.

 

2. პროგრამის სახელწოდება – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების ‘სრული აკრედიტებული პროგრამა’ (რომელიც მოიცავ ნებისმიერ სექტორულ მიმართულებას).

 

3. პროგრამის მიზანი:

3.1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების პროგრამის მიზანია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მოამზადოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და მოახდინოს მისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, ორგანიზაციაში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

3.2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო გამოცდაზე დაშვების უფლების მოპოვების მიზნით, მსმენელს გაატაროს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სასწავლო კომპონენტი და მისცეს შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

 

4. პროგრამის საათობრივი მოცულობა - ყველა მოდულის ჯამი შეადგენს 230 აკდემიურ საათს, მათ შორის 133 თეორიული და 97 პრაქტიკული

4.1 ზოგადი საბაზისო მოდულები - 108  აკადემიური საათი, მათ შორის, 101 თეორიული და 7 პრაქტიკული.

4.2 ყველა თემატური მოდულის ჯამი - 122 აკადემიური საათი, მათ შორის 32 თეორიული და 90 პრაქტიკული

 

5. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მისანიჭება - აუცილებელი წინაპირობაა მსმენელის მიერ აკრედიტებული პროგრამის გავლა შესაბამისი მიმართულებით და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება. სრული აკრედიტებული პროგრამა არის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების არანაკლებ 230-აკადემიურსაათიანი პროგრამა (აკრედიტაციის ბრძანების№1 ცხრილის შესაბამისად), რომლის დასრულებისა და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდგომ, პირს ენიჭება უფლება განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები, ყველა იმ ეკონომიკური/არაეკონომიკური საქმიანობის სექტორში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

6. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი არის დამსაქმებლის მიერ დანიშნული/მოწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით, უზრუნველყოფს ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.

7. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების მქონე პირი.

 

8. სწავლის შედეგები – მსმენელს პროგრამის დასრულებისას:

 

ა) აქვს სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში;

 

ბ) იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;

 

გ) შეუძლია შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები;

 

დ) შეუძლია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

 

ე) დაიშება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გამოცდაზე. საგამოცდო ცენტრში შესაბამისი გამოცდის და სერტიფიცირების შემდეგ პირს ენიჭება უფლება განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები, ყველა იმ ეკონომიკური/არაეკონომიკური საქმიანობის სექტორში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (ასევე მოიცავს „მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაოებს).

პროგრამის ფარგლებში უფასოდ ისწავლება:

  • ISO 45001 სტანდარტის მიხედვით სისტემის ჩამოყალიბების სწავლება და უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომ წარმატებით დანერგოთ და მართოთ შრომის უსაფრთხოების სისტემა.

  • შრომის უსაფრთხოების სისტემის სახელმძღვანელო დოკუმენტაციის ჩამოყალიბების სწავლება. რაც შეგძენთ უნარ-ჩვევებს ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, ნებისმიერი სექტორული მიმართულებით ჩამოაყალიბოთ შრომის უსაფრთხოების სისტემის მართვის დოკუმენტაცია. თითოული მსმენელი კურსის გავლასთან ერთად ქმნის სასურველი კომპანიის სპეციფიკაზე მორგებულ შრომის უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტაციას.

9. სასწავლო კურსი მიმდინარეობს შემდეგი მეთოდოლოგიით:

1) ყველა მოდული მოიცავს თეორიულ ნაწილს რომელსაც უძღვებიან პრაქტიკოსები ვისაც წარმატებით დანერგილი აქვს შრომის უსაფრთხოების სისტმა,

2) მოდულებში მიმდინარეობს ინდივიდუალურად და ჯგუფურად სავარჯიშოების შესრულება, 

3) ყველა საგნის დასრულებისას ტარდება შემაჯამებელი ტესტი, 

4) ყოველი მოდულიდან ხორციელდება საკურსო პრაქტიკულ დავალებაში ინფორმაციის ასახვა,

5) საწარმოში პარაქტიკაზე გასვლა - რისკების შეფასების, ინსტრუქტაჟების და ინსტრუქციების შესრულება, გავარჯიშება და საკურსოში ნაშრომში დოკუმენტირება.

6) მომზადებული საკურსო ნამუშევრის (შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის სახელმძღვანელო დოკუმენტაცია) წარდგენა ჯგუფის წინაშე,

7) კურსის შემაჯამებელი ფინალური ტესტის დაწერა. 

9) აკრედიტებული სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულებისას გაიცემა ცნობა-სერტიფიკატი რომლიც უვადოა და თქვენ აღარ მოგიწევთ აღნიშნული პროგრამის გავლა.

10) უსაფრთხოების აკადემიიდან მიღებული პროგრამის წარმატებით დასრულების ცნობა-სერტიფიკატის საფუძველზე უნდა გაიაროთ გამოცდა აკრედიტებულ საგამოცდო ცენტრში შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის სტატუსის მოსაპოვებლად. საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 3 წლით.

11. მსმენელთა უსაფრთხოება და საერთო წესები

  • აკრძალულია სასწავლო გარემოში გამოცხადება ნასვამ ან სხვა ფსიქოტროპიულ ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. მსგავს მდომარეობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ადმინისტრაცია გამოიძახებს შემოწმებისთვის შესაბამის კონტრაქტორ ორგანიზაციას და დადასტურების ან შემოწმებაზე უარის შემთხვევაში პირს აეკრძალება ლექციაზე დასწრება. აღნიშნული გაცდენა ჩაითვლება არასაპატიოდ და გაცდენილი საათების გავლა იქნება ფასიანი.

  • ნებისმიერი საგნის სალექციო კურსის გაცდენის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მიმართვა კურსის ადმინისტრაციის სახელზე გაცდენილი საგნის გასავლელად.

  • მსმენელი არ დაიშვება საგნის დამასრულებელ ფინალურ ტესტირებაზე არასაპატიოდ გაცდენილი საგნის საათების სრულად გავლის გარეშე.

  • გაცდენა ითვლება არასაპატიოთ თუ ადმინისტრაციის მიერ მოხდება მსმენელის სასწავლო გარემოდან დათხოვნა წესების დარღვევის გამო ან არ იქნება გაცდენაზე წინასწარ გაკეთებული მიმართვა ადმინისტრაციასთან და შეთანხმებული გაცდენილი საათების შემდგომი გავლის გარემოებები. 

  • არასაპატიოდ გაცდენილი საათების აღსადგენად და მომდევნო ჯგუფთან საგნის გასავლელად უნდა მოხდეს დამატებით ყოველ გაცენილ საათზე 10 ლარის გადახდა. ინდივიდუალურად გასავლელი საათებისთვის თანხა განისაზღვრება კონკრეტული საგნის და გარემოებების მიხედვით.

  • კურსზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენი მონაცემები მიეწოდება შრომის ინსპექციას. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ნებისმიერ საგანზე შესაძლებელია ზედამხედველობის სამსახურის დასწრება, მონიტორინგის თვალსაზრისით.


12. ჯგუფების განრიგი, პერიოდულობა:

 

  • დილის ჯგუფი

კვირაში 5 სამუშაო დღე.
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – დღეში 4 საათი დილის 9:00-დან 13:00-მდე

კურის ხანგრძლივობა 2 თვე 

 

  • შუადღის ჯგუფი

კვირაში 5 სამუშაო დღე.
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – დღეში 4 საათი შუადღის 14:00-დან 18:00-მდე

  კურის ხანგრძლივობა 2 თვე    

   

  • საღამოს ჯგუფი

კვირაში 5 სამუშაო დღე. 
სამშაბათი და ხუთშაბათი. დღეში 4 საათი

საღამოს 18:30-დან 22:00-მდე

კურის ხანგრძლივობა 2.5 თვე 

  • ინტენსიური ჯგუფი

კვირაში 5 სამუშაო დღე.
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – დღეში 8 საათი დილის 9:00-დან 18:00-მდე

კურსის ხანგრძლივობა 1 თვე

 

პროგრამის ფარგლებში, გარდა იმ სასწავლო მასალისა რაც იფარება სალექციო პერიოდში მსმენელებს ასევე ეძლევათ ყოველდღიურად სავალდებულოდ წასაკითხი მასალა და საკურსო დავალებები რომელთა შესრულება აუცილებელი პირობაა სასერტიფიკატიო გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის.

13. გადახდის პირობები:

სწავლის დაწყებამდე წარდგენილი ინვოისის საფუძვლეზე უნდა განხორციელდეს შერჩეული კურსის საფასურის დაფარვა.

                         

კურის დამასრულებელი სერტიფიკატის გარდა ცალკე ნებისმიერ საგნებში გაიცემა სერტიფიკატი მხოლოდ 70%-ზე მაღალი ქულის მიღების შემთხვევაში. თითოეულ საგანში დამატებით სერტიფიკატის ფასი არის 10 ლარი.

 

არასაპატიოდ გაცდენილ საგნების შემთხვევაში ადმინისტრაცია ეცდება გაცდენილი საათის ხვა ჯგუფთან ერთად გავლა დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან.

14. კურსის დატოვება

მსმენელს შეუძლია კურსის დატოვება წინასწარი (2 სამუშაო დღით ადრე) გაფრთხილებით ნებისმიერ დროს.

  • კურსს დატოვებისას მსმენელს დაუბრუნდება გადახდილი თანხის ნაწილი ოფიციალურ შეტყონებამდე გავლილი საათების თანხის გამოკლებით.

  • გავლილი სწავლების თანხა იანგარიშება 10 ლარი ყოველ გავლილ (უკვე ჩატარებულ) სალექციო ერთ საათზე.  

15. კურსის დაწყების თარიღები:

ყოველ მეორე კვირას მიმდინარეობს ახალი ჯგუფების დაწყება. შეავსეთ კურსის განაცხადი და კოორდინატორი დაგიკავშირდებათ დაწყების თარიღთან დაკავშირებით.

16. სწავლების ადგილმდებარეობა:

  • თეორიული ნაწილი ჩატარედება

    • ✅ თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N14-ში, მე-4 სართულზე.

    • ✅ თიბისი და ლიბერთი ბანკის სასწავლო ცენტრების შენობაში.

    • ✅ მეტრო “სახელმწიფო უნივერსიტეტის” სადგურიდან 7 წთ-ის ფეხით სავალზე, ასევე მოსახერხებელია სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას.

  • პრაქტიკული ნაწილი ტარდება ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებში თბილისის და რუსთავის მაშტაბით.

 

მაქსიმალური ეფექტურობისთვის მსმენელების რაოდენობა ჯგუფებში მერყეობს 20 მსემნელამდე. 

17. შეფასების სტანდარტი

საგნებსა და გამოცდაზე გამოყენებული შეფასების სისტემა:

1. სამი სახის დადებითი შეფასება:

    ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

    ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

    ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

2. სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.

18. აკრედიტებული პროგრამის სასწავლო კურსის დასრულების ცნობა-სერტიფიკატი

წარმატებით დასრულებისას გაიცემა ცნობა-სერტიფიკატი რომლიც უვადოა და თქვენ აღარ მოგიწევთ აღნიშნული პროგრამის გავლა.

19. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სტატუსის მოპოვება

უსაფრთხოების აკადემიიდან მიღებული პროგრამის წარმატებით დასრულების ცნობის საფუძველზე უნდა გაიაროთ გამოცდა სამინისტროს მიერ კონკურსის წესით შერჩეულ საგამოცდო ცენტრში შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის სტატუსის მოსაპოვებლად. საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 3 წლით.

საგამოცდო ცენტრი

✅ შპს ტრენინგ სფეის

🏃‍♀ ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9

📧 info@trainingspace.ge

☎️ 577 12 21 10

კურსის განმავლობაში ისწავლება ზოგადი და თემატური მოდულები:

 

ზოგადი მოდულები

1. "შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში"  

     საგნის ხანგრძლივობა - 2 საათი 

2. "საქართველოს შრომის კოდექსი"

    საგნის ხანგრძლივობა - 5 საათი 

    

3. "შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი"

    საგნის ხანგრძლივობა - 5 საათი 

 

4. "ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით"

     საგნის ხანგრძლივობა - 8 საათი 

5. "საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში"

     საგნის ხანგრძლივობა - 7 საათი 

6. "საფრთხეების იდენტიფიცირება, რსკის შეფასება და მართვა"

    საგნის ხანგრძლივობა - 10 საათი 

   

7. "საწარმოო უბედური შემთხვევის და ინციდენტის მოკვლევა, აღრიცხვა, რეგისტრაცია და ანგარიშგება"

    საგნის ხანგრძლივობა - 4 საათი

    

8. "პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი" 

    საგნის ხანგრძლივობა - 3 საათი

   

9. "ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება" 

    საგნის ხანგრძლივობა - 5 საათი

  

10. "ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები" 

    საგნის ხანგრძლივობა - 4 საათი

 

11. "საწარმოო სათავსების მიკროკლიატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები 

       საგნის ხანგრძლივობა - 4 საათი (3 თეორიული და 1 პრაქტიკული)

 

12. "ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები" 

       საგნის ხანგრძლივობა - 3 საათი

13. "შრომის ჰიგიენა" - ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები. მზომი ხელსაწყოები და მათი გამოყენების პრაქტიკურლი უნარ-ჩვევები. 

    საგნის ხანგრძლივობა - 16 საათი (14 თეორიული და 2 პრაქტიკული)

14. "უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში"

   საგნის ხანგრძლივობა - 3 საათი (2 თეორიული და 1 პრაქტიკული)

15. "გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება & საევაკუაციო გეგმა"

      საგნის ხანგრძლივობა - 3 საათი (2 თეორიული და 1 პრაქტიკული)

16. "გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში"

      საგნის ხანგრძლივობა - 4 საათი  

17. "ტვირთის უსაფრთხოდ გადატანა" 

       საგნის ხანგრძლივობა - 2 საათი  

18. "სიმაღლეზე მუშაობა" 

       საგნის ხანგრძლივობა - 4 საათი

19. "აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები" 

       საგნის ხანგრძლივობა - 3 საათი

 

20. "შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან" 

       საგნის ხანგრძლივობა - 4 საათი (3 თეორიული და 1 პრაქტიკული)

21. "ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები" 

       საგნის ხანგრძლივობა - 2 საათი

22. "სპეციალური და განასუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა" 

       საგნის ხანგრძლივობა - 2 საათი

23. "პირველადი სამედიცინო დახმარება" 

       საგნის ხანგრძლივობა - 5 საათი (4 თეორიული და 1 პრაქტიკული)

 

თემატური მოდულები:

 

24. შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში 

    საგნის ხანგრძლივობა - 8 საათი თეორია & 20 საათი პრაქტიკა (4 რისკის შეფასება და 16 პრაქტიკა)

 

25. შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში.

    საგნის ხანგრძლივობა - 8 საათი თეორია & 20 საათი პრაქტიკა (4 რისკის შეფასება და 16 პრაქტიკა)

26. "შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში"

    საგნის ხანგრძლივობა - 6 საათი თეორია & 20 საათი პრაქტიკა (4 რისკის შეფასება და 16 პრაქტიკა)

 

27. "შრომის უსაფრთხოება მომსახურების სერვის სექტორში და საოფისე საქმიანობისას" 

     საგნის ხანგრძლივობა - 5 საათი თეორია & 15 საათი პრაქტიკა (3 რისკის შეფასება და 12 პრაქტიკა)

28. "შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში"

     საგნის ხანგრძლივობა - 5 საათი თეორია & 15 საათი პრაქტიკა (3 რისკის შეფასება და 12 პრაქტიკა)

29. კურსის დამასრულებელი ფაზა

     1) საკურსო ნაშრომის - შექმნილი შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარდგენა  

     2) ფინალური ტესტი  

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:

თითოეულ მსმენელს თემატური მოდულების პრაქტიკაზე დასასწრებად უნდა ჰქონდეს შეძენილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. კონკრეტულად შესაძენი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სახეობის ჩამონათვალი გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმებისას. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე მსმენელი არ დაიშვება თემატურ მოდულებზე. 

აკრედიტებული კურსის გასავლელად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ინფორმაცია დარეგისტრირებულებისთვის:

რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს. გადახდის ქვითარი უნდა გამოაგზავნოთ ელფოსტაზე რის შემდეგაც დაგიკავშირდებათ კოორდინატორი და გაცნობებთ კურსის დაწყების თარიღს. 

კურსზე მოსვლისას თან უნდა იქონიოთ:

* პირადობის მოწმობა,

* კალამი, 

* A4-ის ზომის რვეული ჩანაწერებისთვის,

სასწავლო მასალის ჩამოსატვირთად გადმოგეგზავნებათ ბმული სწავლების პირველ დღეს.

რეგისტრაციისთვის:

  • მოგვწერეთ WatsApp-ის ნომერზე: 577-04-48-04

  • ან ელფ-სტაზე info@safetyacademia.ge

  • ან მიყევით რეგისტრაციას 

 

   გადადით აკადემიის სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდზე:

     

                           www.safetyacademia.ge 

30%-მდე ფასდაკლება წინასწარ რეგისტრაციაზე

 

აკრედიტებული კურსის სწავლის საფასური შეადგენს 1,998 ლარს

30%-იანი ფასდაკლება - კურის დაწყებამდე წინასწარ 3 თვით ადრე რეგისტრირებულთათვის - 1398 ლარი

20%-იანი ფასდაკლება - კურსის დაწყებამდე წინასწარ 2 თვით ადრე რეგისტრირებულთათვის - 1598 ლარი

10%-იანი ფასდაკლება - კურსის დაწყებამდე წინასწარ 1 თვით ადრე რეგისტრირებულთათვის - 1798 ლარი

სპეციალური დამატებითი ფასდაკლება

30%-იანი დამატებითი ფასდაკლება სპეციალური სტატუსის მქონე პირთათვის:

  • ომის ვეტერანის სტატუსის მქონე პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.

  • შეიარაღებული ძალების და სპეც სამსახურების თადარიგის ოფიცრის სტატუსის მქონე პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.

  • სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის. 

20%-იანი დამატებითი ფასდაკლება სპეციალური სტატუსის მქონე პირთათვის:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის.

  • შშმ პირებისთვის

  • მარტოხელა დედებისთვის

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებისთვის

  • მრავალშვილიანი ოჯახის წევრებისა და მშობლებისთვის

10%-იანი დამატებითი ფასდაკლება ყოველ მე-2 დამსწრეზე:

  • ერთი ორგანიზაციიდან ყოველ მე-2 დამსწრეზე

  • ერთი ოჯახიდან ყოველ მე-2 დამსწრეზე

დაიბრუნე სწავლაში გადახდილი თანხის 15%-მდე

  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერტიფიკატო გამოცდაში 90%-ზე მაღალი შეფასების მიღების შემთხვევაში უკან დაგიბრუნდებათ სწავლაში გადახდილი თანხის 5%-ი.

  • 95%-ზე მაღალი შეფასების მიღების შემთხვევაში უკან დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხის 10%-ი.

  • 100%-ის შეფასების მიღების შემთხვევაში უკან დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხის 15%-ი.

მოქმედებს 0%-იანი საბანკო და შიდა განვადება.

  • საბანკო 0%-იანი TBC-ის სასწავლო განვადება შესაძლებელია 24 თვემდე. განაცხადი ივსება ონლაინ ჩვენი კოორდინატორის მეშვეობით.

  • 0%-იანი აკადემიის შიდა განვადება ითვალისწინებს თანხის გადახდის გადანაწილებას სწავლის დასრულებამდე პერიოდზე.

შენიშვნა: სპეციალური დამატებითი განადების რამოდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილებისას შეიძლება სარგებლობა მხოლოდ ერთი მაქსიმალური პროცენტით.

მსმენელის სივრცეში შესასვლელად დააჭირეთ ღილაკს Student/Login

რეგისტრაციის დასასრულებლად უნდა იყოთ კურსზე ჩარიცხული და გქონდეთ გადახდილი თანხა.
 

bottom of page