ჩვენ გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დანერგვის და გაუმჯობესების სერვისებს,  რაც გამიზნულია თქვენი ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოების სისტემის გასაჯანსაღებლად. პირველ რიგში, დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების ყველაზე კრიტიკულ მიმდინარე პრობლემებს, რადგან თითოეული ასეთი პრობლემის მოუგვარებლობა ნიშნავს შესაძლო ინციდენტს, ქონებისა თუ ადამიანის დაზიანებას ან სიცოცხლის დაკარგვას. აღსანიშნავია, რომ, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებისას, მოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსის თავი 31 მითითებული ჯარიმები და თავისუფლების აღკვეთის სანქციები.

   ჩვენ დაგეხმარებით, დაიცვათ თქვენი ბიზნესი აღნიშნული საფრთხეებისგან. შრომის უსაფრთხოების სისტემის იმპლემენტაცია, მისი გაუმჯობესების სტრატეგიის განსაზღვრა და პროაქტიულ ფაზაში გადაყვანის მიღწევა შეუძლებელია პროფესიონალი კადრების  გარეშე. ჩვენი კომპანია ჯამურად გთავაზობთ 150 წლის შრომის უსაფრთხოების სფეროში მოღვაწეობის პროფესიულ გამოცდილებას. 

 

 
მენეჯმენტის პოლიტიკა

ხშირ შემთხვევაში, მენეჯმენტის ნებასა და პასუხისმგებლობის სრულფასოვან გააზრებაზე დამოკიდებულია კომპანიის შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სწორი მიმართულებით განვითარება.  რის გამოც აუცილებელია მენეჯმენტის ექსპერტული კონსალტინგი და შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართული მუშაობის უპირატესობების გაზიარება. ხშირ შემთხვევაში, ეფექტურია ინდივიდუალური კონსულტაცია და ტრენინგის ჩატარება, რასაც ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენი სურვილისამებრ შერჩეულ დროსა და ადგილზე. 

 

 
ორგანიზაციის არსებული მდგომარეობის ანალიზი 

შრომის უსაფრთხოების სისტემის მენეჯმენტის განსახორციელებლად, ფუნქციონალური მოვალეობები ორგანიზაციში იმგვარად უნდა იყოს შედგენილი, რომ გამოირიცხოს მისკომუნიკაცია და კონფლიქტი სტრუქტურულ დანაყოფებში. სისტემის იმპლემენტაციის თუ განვითარების დაწყებამდე აუცილებელია ორგანიზაციის პროცესების, პროცედურების და არსებული მდგომარეობის ბაზისური ანალიზი  (Gap Analysis), შემდგომ კი გრძელვადიანი განვითარების გეგმის შედგენა, ანუ გარკვეული დროის მანძილზე მკაცრად გაწერილი მოქმედების გეგმა, რომელსაც თან ახლავს დოკუმენტირებული კვლევები, თანმდევი ხარჯები და ფინანსური ანალიზი, რომელიც მოგების, მიღების ან დასახული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას ასაბუთებს. ძალზედ მნიშვნელოვანია, კომპანიის (ბიზნესის) განვითარების გზაზე ეს დოკუმენტი იქცეს სამუშაო-სამოქმედო დოკუმენტად მენეჯმენტისთვის. ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან აღნიშნული​ გეგმის შედგენასა და განხორციელებაში, რომ მოახდინოთ სრულფასოვანი შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სისტემის დანერგვა.

 

სისტემის გაჯანსაღების გეგმა

შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვა მოითხოვს ორგანიზაციათა  მენეჯმენტის მხრიდან სისტემისადმი თანმიმდევრულ მიდგომას, სისტემის განვითარების ეტაპების სტრატეგიულ დაგეგმარებას და უსაფრთხოების მენეჯმენტის ყველა ინსტრუმენტის გააქტიურებას. ეფექტური ფუნქციონირებისას უსაფრთხოების სისტემა დადებითად იმოქმედებს ორგანიზაციის იმიჯზე, თანამშრომელთა მორალზე და შეუძლია თვლადი საფინანსო მოგების უზრუნველყოფა.

 

შრომის უსაფრთხოების სისტემის იმპლემენტაცია 

 შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვისას გასათვალისწინებელია ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკა, სტუქტურა, კომპეტენცია და პასუხისმგელობა, სამუშაო პირობები, დასვენების განრიგი, ტრენინგის ჩატარება და ინსტრუქციების შესრულების პრაქტიკა, ორგანიზაციული კულტურა და ამა თუ იმ რგოლს შორის ინტერესთა კონფლიქტი. მუდმივი ჩართულობის რეჟიმში ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან აღნიშნულის მოწესრიგებაში. ჩვენ ასევე დაგეხმარებით შრომის უსაფრთხოების შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებაში, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი სახის შეცდომები და პრობლემები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის კომპანიის  უსაფრთხოების სისტემის მართებულ და მდგრად განვითარებას.

 
შრომის უსაფრთხოების ტრენინგი

    ტრენინგი არის საშუალება ამაღლდეს თანამშრომლების ცნობიერება და მოხდეს, დაგეგმილი შრომის უსაფრთხოების სისტემით, იმპლემენტირებადი ახალი პროცესებისა და პროცედურების გაცნობა, რათა მათი საქმიანობა და სისტემის მუშაობა უფრო ეფექტური გახდეს. ორგანიზაციის სფეროსა და საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე ჩვენ შემოგთავაზებთ შესაბამის უსაფრთხოების კურსებს, თქვენსავე სამუშაო ადგილზე უზრუნველყოფით. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად სავალდებულოა უსაფრთხოების გარკვეული ინსტრუქტაჟები.

 

     ჩვენი შრომის უსაფრთხოების ტრენინგების ინტერაქტიური ხასიათი საშუალებას მისცემს მენეჯერებს და ჯგუფების ხელმძღვანელებს, დროის მცირე მონაკვეთში, შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა და გამოიმუშაონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ სჭირდებათ როგორც ყოველდღიურ შრომის უსაფრთხოების სისტემასთან მუშაობის დროს, ისე გარკვეული სპეციფიკური სამუშაოს ჩატარებისას, როგორიცაა შრომის უსაფრთხოების რისკის მენეჯმენტი, უსაფრთხოების აუდიტი და სხვა.

ორგანიზაციული სტრუქტურა & ფუნქციური მოვალეობები

     შრომის უსაფრთხოების სისტემის სტრუქტურა და სუბორდინაცია  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ეფექტური მენეჯმენტის განსახორციელებლად. აღნიშნული კუთხით აუცილებელია, შეიქმნას ერთიანი სისტემა (ფუნქცია-მოვალეობათა ერთობლიობა). თითოეულ თანამშრომელს უნდა განესაზღვროს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მოვალეობა.

 

 
უსაფრთხოების რისკების მენეჯმენტი 

     უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და კონტროლი არის შრომის უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ითვალისწინებს ღონისძიებათა ერთობლიობას, რათა სწორად და დროულად მოხდეს რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და გაუმართლებელ რისკებზე რეაგირება. უსაფრთხოების რისკების მუდმივი იდენტიფიცირება, ანალიზი და მოქმედება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ინციდენტები, ქონების თუ ჯანმრთელობის დაზიანება, ჯარიმები, საურავები და სხვა სანქციები. ძალზედ მნიშვნელოვანია უსაფრთხოებასთან მიმართებაში გადაწყვეტილებების მიღების მკაცრად განსაზღვრული წესების შემუშავება და ეფექტური გზის გამონახვა საფრთხის იდენტიფიცირების და ანალიზის, უსაფრთხოების ინფორმაციის გაცვლის, დავალებების გაცემა-მიღების, ასევე ინსტრუქტაჟის ჩატარების თუ სამუშაოების ზედამხედველობის სწორი განხორციელებისათვის.

 
ორგანიზაციული კულტურა

შრომის უსაფრთხოების დაცვის სისტემის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ორგანიზაციის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან, უსაფრთხოების ლიდერობის მაგალითი, პროცედურების დაცვა და წახალისება. სისტემის პროცესების და პროცედურების გამართული ფუნქციონირება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვნად აღიქმება ის მენეჯმენტის მიერ. უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება იწყება ხელმძღვანელი პირების საქმისადმი დამოკიდებულებით და პირადი მაგალითით. 

დაგეგმარება

 

  შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვა, ორგანიზაციათა  მენეჯმენტის მხრიდან, სისტემისადმი თანმიმდევრულ მიდგომას, სისტემის განვითარების ეტაპების სტრატეგიულ დაგეგმარებას და უსაფრთხოების მენეჯმენტის ყველა ინსტრუმენტის გააქტიურებას მოითხოვს.

უსაფრთხოების სისტემა, ეფექტური ფუნქციონირებისას, დადებითად იმოქმედებს ორგანიზაციის იმიჯზე, თანამშრომელთა მორალზე და შეუძლია თვლადი საფინანსო მოგების უზრუნველყოფა.

ტრენინგი

 

 გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების სხვადასხვა ტრენინგს სწავლების ინტერაქტიური მეთოდით, რომლის საშუალებითაც მოხდება ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.

 სწავლების პროცესი უზრუნველყოფს მსმენელს თეორიული, კონცეპტუალური და პრაქტიკურლი    სისტემით, რომელიც სტიმულს აძლევს და ეხმარება თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. ჩვენი ტრენინგის მიზანია, საშუალება მისცეს სპეციალისტებს გაიღრმაონ, ხოლო დამწყებებმა შეიძინონ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ დაეხმარება კონკრეტული ამოცანების გადაჭრაში.

 

 

სერვისები

 სააბონენტო მომსახურება

 

ჩვენ გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების სისტემის ძალიან მოქნილ სააბონენტო მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს 150- წლიანი გამოცდილების მობილიზებას თქვენი პრობლემების გადასაჭრელად.

   უსაფრთხოების აუდიტის ფუნდამენტალურ საზრუნავს, ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, წარმოადგენს ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის რისკების მართვის პრაქტიკის შეფასება.

   ჩვენ გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებულ კონკრეტულ გეგმას, რაც საშუალებას მოგცემთ დანერგოთ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.