ნარჩენების მართვის ტრენინგი
ეხება თუ არა ჩემ ორგანიზაციას?

სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად რეგლამეტში აღნიშნული მოთხოვნების შესრულება:

"სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, ობიექტების, საწარმოების და ორგანიზაციებისთვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა" 

 

ვინ უნდა გაიაროს ტრენინგი?

აღნიშნული რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად:

"ობიექტის თანამშრომლები სამუშაოდ დაიშვებიან მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების შემდეგ" 

 

"ტრენინგისას უნდა იყოს გათვალისწინებული ობიექტზე არსებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, აღჭურვილობა და არსებული ინსტრუქტაჟები".

"ხანძარსაშიში წარმოების მქონე ობიექტის ყველა მუშაკს, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის (50 ადამიანზე მეტი) შენობებში მომუშავეებს, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების (სადაც ადამიანები იმყოფებიან ღამის საათებში) მუშაკებს უნდა შეეძლოთ ხანძრის დროს მოქმედებების და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების გამოყენების პრაქტიკული ჩვენება".

 
ტრენინგის დროს შევისწავლით შემდეგ საკითხებს:

(შედგენილია ნორმატიული აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით)

   1.სახანძრო უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნები;

   2.ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის გაცნობა;

   3.თანამშრომლების მოვალეობებს და პასუხისმგებლობას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე;

   4.წარმოების და მოწყობილობების ტექნოლოგიურ პროცესების სახანძრო საშიშროებებს.

   5.ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების.

   6.ხანძრის გაჩენის შემთხვევაში დაცვის საშვალებების გამოყენების წესებს.

   7.სახანძრო პროფილაქტიკის ზოგად ზომებს და ხანძრის ჩაქრობაზე მიმართულ ძირითად მოქმედებებს.

   8.ევაკუაციის გავარჯიშებას.

 9.ხანძარსაწინააღმდეგო ტრენინგის ჩატარებისას გაითვალისწინება ობიექტის საქმიანობის სპეციფიკა და გარემო.

 10.ნებისმიერი ხანძარსაწინააღმდეგო  ტრენინგის  დასასრულს  მოწმდება ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების გამოყენების, ხანძრის დროს მოქმედებების და ევაკუაციის წესების  ცოდნა.

  11.ტრენინგი ტარდება თვალსაჩინოების და სასწავლო-მეთოდური მასალების გამოყენებით.

 

ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის  სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგებს:

  1. საწყისი,

  2. განმეორებითი, 

  3. მიზნობრივი.

 

  1. საწყისი ხანძარსაწინააღმდეგო ტრენინგი უტარდება:

ა) სამსახურში ახლად მიღებულ ყველა თანამშრომელს, მიუხედავად განათლებისა

და პროფესით (თანამდებობაზე) მუშაობის სტაჟისა;

ბ) სეზონურ თანამშრომლებს;

გ) ობიექტში მივლინებულ ყველა თანამშრომელს;

დ) საწარმოო სწავლებაში მონაწილე ან პრაქტიკაზე მყოფ პირებს;

ე) ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით სხვა კატეგორიის თანამშრომელს.

 

  2. განმეორებითი ხანძარსაწინააღმდეგო ტრენინგი ტარდება:

რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, განმეორებითი ხანძარსაწინააღმდეგო  ტრენინგი  უტარდება ყველა მუშაკს, კვალიფიკაციის, განათლების, სტაჟის და შესასრულებელი სამუშაოების ხასათის მიუხედავად, ობიექტის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით (განმეორებითი ტრენინგი რეკომენდირებულია ყოველ 6 თვეში, ვინაიდან მოთხოვნების შესაბამისად უნდა შემოწმდეს ევაკუაციის  გზების  გამოყენების ცოდნა. მოთხოვნა აზუსტებს რომ საევაკუაციო გეგმის გავარჯიშება უნდა მოხდეს ნახევარ წელიწადში ერთხელ).

ასევე ტარდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის და ახალი დოკუმენტების შემუშავების შემთხვევაში;

ბ) საწარმოს ტექნოლოგიური პროცესის შეცვლისას, მოწყობილობის, ინსტრუმენტების, საწყისი ნედლეულის, მასალების შეცვლის ან მოდერნიზაციის დროს, აგრეთვე ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობაზე მოქმედი სხვა ფაქტორების ცვლილებების შემთხვევაში;

გ)  ობიექტის  მუშაკების  მიერ  სახანძრო  უსაფრთხოების  მოთხოვნების  დარღვევისას,  რომლებმაც  გამოიწვიეს  ან  შეიძლება გამოიწვიონ ხანძარი;

დ) ანალოგიურ ობიექტებში ავარიების, ხანძრების შესახებ ცნობების მიღებისას;

ე) ობიექტის მუშაკების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების არასათანადო ცოდნის შემთხვევაში.

 

   3. მიზნობრივი ხანძარსაწინააღმდეგო ტრენინგი ტარდება:

ა) მომეტებულ ხანძარსაშიშროებასთან დაკავშირებული ერთჯერადი  ხანძარსაში სამუშაოების ჩატარებისას;

ბ) ავარიების, სტიქიური უბედურებების და კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციისას;

გ) ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებისას ფეთქებადსაშიშ საწარმოებში;

დ) ობიექტში ექსკურსიების ჩატარებისას;

ე) მსმენელების მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისას;

ვ) ობიექტში ადამიანთა მასობრივი თავშეყრის (50 ადამიანზე მეტი) ღონისძიებების მომზადებისას.

 

ჩვენ ვაწარმოებთ თქვენი თანამშრომლების ტრენგების ჩატარების ელექტრონულ აღრიცხვის ჟურნალს, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს (ჟურნალი ლიდაცული იქნება პირების ხელმოწერით, რომლებმაც ჩაატარეს და გაიარეს ტრენინგი).