შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების 

                230 საათიანი სრული აკრედიტებული პროგრამა

 

1. პროგრამის საფუძველი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბერის ბრძანება №01-81/ნ. „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 13 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაოაბზე.

 

2. პროგრამის სახელწოდება – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების ‘სრული აკრედიტებული პროგრამა’.

 

3. პროგრამის მიზანი:

3.1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების პროგრამის მიზანია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მოამზადოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და მოახდინოს მისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, ორგანიზაციაში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

3.2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო გამოცდაზე დაშვების უფლების მოპოვების მიზნით, მსმენელს გაატაროს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სასწავლო კომპონენტი და მისცეს შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

 

4. პროგრამის საათობრივი მოცულობა - ყველა მოდულის ჯამი შეადგენს 230 აკდემიურ საათს, მათ შორის 133 თეორიული და 97 პრაქტიკული

4.1 ზოგადი საბაზისო მოდულები - 108  აკადემიური საათი, მათ შორის, 101 თეორიული და 7 პრაქტიკული.

4.2 ყველა თემატური მოდულის ჯამი - 122 აკადემიური საათი, მათ შორის 32 თეორიული და 90 პრაქტიკული

 

5. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მისანიჭება - აუცილებელი წინაპირობაა მსმენელის მიერ აკრედიტებული პროგრამის გავლა შესაბამისი მიმართულებით და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება. სრული აკრედიტებული პროგრამა არის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების არანაკლებ 230-აკადემიურსაათიანი პროგრამა (აკრედიტაციის ბრძანების№1 ცხრილის შესაბამისად), რომლის დასრულებისა და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდგომ, პირს ენიჭება უფლება განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები, ყველა იმ ეკონომიკური/არაეკონომიკური საქმიანობის სექტორში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

6. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი არის დამსაქმებლის მიერ დანიშნული/მოწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით, უზრუნველყოფს ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.

7. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს სრული ზოგადი განათლების ან/და პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან.

 

8. სწავლის შედეგები – მსმენელს პროგრამის დასრულებისას:

 

ა) აქვს სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში;

 

ბ) იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;

 

გ) შეუძლია შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები;

 

დ) შეუძლია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

 

ე) დაიშება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გამოცდაზე. საგამოცდო ცენტრში შესაბამისი გამოცდის და სერტიფიცირების შემდეგ პირს ენიჭება უფლება განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები, ყველა იმ ეკონომიკური/არაეკონომიკური საქმიანობის სექტორში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (ასევე მოიცავს „მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაოებს).

პროგრამის ფარგლებში უფასოდ ისწავლება შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო დოკუმენტაციის წარმოება. თითოული მსმენელი კურსის გავლასთან ერთად ქმნის სასურველი კომპანიის სპეციფიკაზე მორგებულ შრომის უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტაციას.

9. სასწავლო კურსს ვერ დაასრულებს პირი თუ არ დააკმაყოფილა შემდეგი მოთხოვნები:

1) დასწრება ყველა საგნის თეორიულ ნაწილზე (მკაცრად კონტროლირდება),

2) ინდივიდუალურად და ჯგუფურად საგნების სავარჯიშოების შესრულება, 

3) ყველა საგნის დასრულებისას ტარდება შემაჯამებელი ტესტი (71%-ზე დაბალი ქულის მიღების შემთხვევაში უნდა მოხდეს გადაბარება ხოლო ტესტებზე 40%-ზე დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში სავალდებულოა განმეორებით დასწრება რომელიც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან - ყოველი ერთი დამატებითი საათის ღირებულება ჯგუფში შეადგენს 10 ლარს ხოლო ინდივიდუალური განისაზღვრება კონკრეტულ შემთხვევაზე),

4) საკურსო პრაქტიკული დავალების შესრულება (შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შექმნა შერჩეული კომპანიისთვის).

5) საწარმოში პარაქტიკაზე გასვლა - რისკების შეფასების პრაქტიკული სავარჯიშოს  შესრულება და დოკუმენტირება.

6) მომზადებული საკურსო ნამუშევრის (შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის სახელმძღვანელო დოკუმენტაცია) წარდგენა ჯგუფის წინაშე.

7) კურსის შემაჯამებელი ფინალური ტესტის დაწერა. გამსვლელი ქულა 71%-ით.

8) ჩაჭრის შემთხვევაში გადაბარება შეიძლება მორიგ ჩანიშნულ ფინალურ ტესტზე მაგრამ არა უადრეს  10 დღისა. თუ მსმენელი 3 მცდელობის შემდეგ ვერ გადალახავს 71%-იან ზღვარს ფინალ ტესტში მაშინ განმეორებით უნდა გაიაროს კურსი. 

11) აკრედიტებული სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვეაში გაიცემა ცნობა რომლიც უვადოა და თქვენ აღარ მოგიწევთ აღნიშნული პროგრამის გავლა.

12) უსაფრთხოების აკადემიიდან მიღებული პროგრამის წარმატებით დასრულების ცნობის საფუძველზე უნდა გაიაროთ გამოცდა სამინისტრო ან/და სამინისტროს მიერ კონკურსის წესით შერჩეული საგამოცდო ცენტრში შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის სტატუსის მოსაპოვებლად. რომლის მიერ გაცემული სერთიფიკატის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 3 წლით.

10. მსმენელთა უსაფრთხოება და საერთო წესები

გაფრთხილება - სასწავლო სივრცეში მიმდინარეობს აუდიო და ვიდეო ჩაწერა. 

ნებისმიერი საგნის სალექციო კურსის გაცდენის შემთხვევაში უნდა დაიწეროს განცხადება კურსის ადმინისტრაციის სახელზე გაცდენილი საგნის გასავლელად. მსმენელი არ დაიშვება საგნის ტესტირებაზე გაცდენილი საგნის საათების სრულად გავლის გარეშე.

გაცდენა ითვლება არასაპატიოთ თუ არ იქნება წარმოდგენილი ცნობაავადმყოფობის შესახებ. ან გაცდენამდე წინასწარ არ იქნება წარმოდგენილი ცნობა დაგეგმილი გაცდენის შესახებ.

გაცდენილი საათების აღსადგენად და მომდევნო ჯგუფთან გასავლელად უნდა მოხდეს დამატებით ყოველ გაცენილ საათზე 10 ლარის გადახდა. ინდივიდუალური საათებისთვის თანხა განისაზღვრება კონკრეტული საგნის და გარემოებების მიხედვით. 

კურსზე დარეგისტრირების შემდეგ თქვენი მონაცემები მიეწოდება შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის სამსახურს (შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტს). სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ნებისმიერ საგანზე შესაძლებელია ზედამხედველობის სამსახურის დასწრება მონიტორინგის თვალსაზრისით.


11. ჯგუფების განრიგი, პერიოდულობა და განფასება:

1-ლი *დღის ინტენსიური ჯგუფი

*23 სამუშაო დღე -  კვირაში 5 სამუშაო დღე  (5 კვირის განმავლობაში):

                                 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - დღეში 8 საათი (9:00-დან 18:00-მდე) 

                                 კურსის გავლის საერთო დრო 230 საათს. ფასი 1 დამსწრეზე - 2487 ლარი.

 

მე-2 *დილის არაინტენსიური ჯგუფი

*46 სამუშაო დღე -  კვირაში 5 სამუშაო დღე  (9 კვირის განმავლობაში):

                                 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - დღეში 4 საათი (9:00-დან 13:00-მდე) 

                                 კურსის გავლის საერთო დრო 230 საათს. ფასი 1 დამსწრეზე - 1987 ლარი

                          

მე-3 *შუადღის არაინტენსიური ჯგუფი

*46 სამუშაო დღე - კვირაში 5 სამუშაო დღე (9 კვირის განმავლობაში):

                                ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - დღეში 4 საათი (14:00-დან 18:00-მდე)         

                                კურსის გავლის საერთო დრო 230 საათს. ფასი 1 დამსწრეზე - 1987 ლარი

მე-4 *საღამოს არაინტენსიური ჯგუფი

*46 სამუშაო დღე - კვირაში 2 სამუშაო დღე  (23 კვირის განმავლობაში):

                                სამშაბათი და ხუთშაბათი. დღეში 4 საათი (18:30-დან 22:30-მდე)

                                კურსის გავლის საერთო დრო 230 საათს. ფასი 1 დამსწრეზე - 2187 ლარი

მე-5 *საღამოს დაჩქარებული ჯგუფი

*46 სამუშაო დღე -კვირაში 3 სამუშაო დღე  (15 კვირის განმავლობაში):

                               ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი. დღეში 4 საათი (18:30-დან 22:30-მდე)

                               კურსის გავლის საერთო დრო 230 საათს. ფასი 1 დამსწრეზე - 2287 ლარი   

მე-6 *საღამოს ინტენსიური ჯგუფი

*46 სამუშაო დღე -კვირაში 4 სამუშაო დღე  (12 კვირის განმავლობაში):

                               ორშაბათიდან პარასკევის ჩათლით. დღეში 4 საათი (18:30-დან 22:30-მდე)

                               კურსის გავლის საერთო დრო 230 საათს. ფასი 1 დამსწრეზე - 2387 ლარი   

12. გადახდის პირობები:

სწავლის დაწყებამდე წარდგენილი ინვოისის საფუძვლეზე უნდა განხორციელდეს შერჩეული კურსის საფასურის სრული დაფარვა.

                         

12.1 ერთი კომპანიიდან ორი და მეტი დამსწრის შემთხვევაში სასწავლო კურსის გადასახადზე ისარგებლებთ 10%-იანი ფასდაკლებით მეორე დამსწრეზე.

12.2 გამნეორებით კურსის დამასრულებელ ფინალურ ტესტზე გასვლა - 50 ლარი 

      (მხოლოდ 3-ჯერ შეიძლება გამოცდაზე გასვლა და ბოლო ფინალური ტესტიდან უნდა იყოს გასული

       არანაკლებ 10 დღე) 

       

12.3 ფიზიკური პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ეტაპობრივი გადახდით.

თუმცა კურსის ყველ მომდევნო მოდულის დაწყებამდე უნდა მოხდეს მოდულის სწავლის საფასურის წინასწარი გადახდა სწავლის დასაწყებად.

ეტაპობრივი გადახდის შემთხვევაში როდესაც გადასახადი იყოფა ყოველ გადახდის გაყოფის რაოდენობას ემატება - 50 ლარი.

12.4 ცალკე საგნებში გაიცემა სერტიფიკატი მხოლოდ 80%-ი და მაღალი ქულის მიღების შემთხვევაში. თითოეულ საგანში დამატებით სერტიფიკატის ფასი არის 10 ლარი.

 

12.5 მე-10 მუხლში მითითებული არასაპატიოდ გაცდენილ საგნების შემთხვევაში სხვა ჯფთან ერთად გაცდენილი საგნის გავლის საფასური 1 სალექციო საათზე შეადგენს 10 ლარს.

12.6 თუ მსმენელმი ტოვებს კურსს მაშინ დაუბრუნდება გადახდილი თანხა გავლილი საგნების თანხის გამოკლებით. გავლილი სწავლების თანხა იანგარიშება 10 ლარი ყოველ გავლილ სალექციო ერთ საათზე.  

13. კურსის დაწყების თარიღები:

კურსებზე ყოველ მეორე კვირას მიმდინარეობს მსურველთა ჩარიცხვა და ახალი ჯგუფების დაწყება.

შეავსეთ ქვემოთ განთავსებული განაცხადი და კოორდინატორი დაგიკავშირდებათ ტრენინგის დაწყების თარიღთან დაკავშირებით.

14. სწავლების ადგილმდებარეობა

თეორიული სწავლება ჩატარდება უსაფრთხოების აკადემიის ფილიალებში მხოლოდ თბილისში.

მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N4, (ყოფილი გრიგოლ ფერაძის უნივერსიტეტი).

პრაქტიკული ნაწილი ტარდება ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებში თბილისის და რუსთავის მაშტაბით.

მაქსიმალური ეფექტურობისთვის მსმენელების რაოდენობა ჯგუფებში მერყეობს 20-იდან 28 მსემნელამდე. აღნიშნული რაოდენობები განისაზღვრება ჩასატარებელი საგანს მიხედვით.

15. შეფასების სტანდარტი

საგნებსა და გამოცდაზე გამოყენებული შეფასების სისტემა:

1. სამი სახის დადებითი შეფასება:

    ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

    ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

    ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

2. ორი სახის უარყოფით შეფასება:

    ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 40-70%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს            ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით   

    გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

    ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40%-ზე ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული       

    სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

3. სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.

4. სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 15 დღეში. ჯამში შესაძლებელია მხოლოდ 3-ჯერ გასვლა ფინალურ ტესტზე.

16. აკრედიტებული პროგრამის სასწავლო კურსის დასრულების ცნობა

წარმატებით დასრულების შემთხვაში გაიცემა ცნობა რომლიც უვადოა და თქვენ აღარ მოგიწევთ აღნიშნული პროგრამის გავლა.

17. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სტატუსის მოპოვება

უსაფრთხოების აკადემიიდან მიღებული პროგრამის წარმატებით დასრულების ცნობის საფუძველზე უნდა გაიაროთ გამოცდა სამინისტრო ან/და სამინისტროს მიერ კონკურსის წესით შერჩეული საგამოცდო ცენტრში შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის სტატუსის მოსაპოვებლად. საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 3 წლით.

კურსის განმავლობაში ისწავლება ზოგადი და თემატური მოდულები:

 

ზოგადი მოდულები

1. "შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში"  

     საგნის ხანგრძლივობა - 2 საათი 

2. "საქართველოს შრომის კოდექსი"

    საგნის ხანგრძლივობა - 5 საათი 

    

3. "შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი"

    საგნის ხანგრძლივობა - 5 საათი 

 

4. "ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით"

     საგნის ხანგრძლივობა - 8 საათი 

5. "საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში"

     საგნის ხანგრძლივობა - 7 საათი 

6. "საფრთხეების იდენტიფიცირება, რსკის შეფასება და მართვა"

    საგნის ხანგრძლივობა - 10 საათი 

   

7. "საწარმოო უბედური შემთხვევის და ინციდენტის მოკვლევა, აღრიცხვა, რეგისტრაცია და ანგარიშგება"

    საგნის ხანგრძლივობა - 4 საათი

    

8. "პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი" 

    საგნის ხანგრძლივობა - 3 საათი

   

9. "ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება" 

    საგნის ხანგრძლივობა - 5 საათი

  

10. "ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები" 

    საგნის ხანგრძლივობა - 4 საათი

 

11. "საწარმოო სათავსების მიკროკლიატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები 

       საგნის ხანგრძლივობა - 4 საათი (3 თეორიული და 1 პრაქტიკული)

 

12. "ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები" 

       საგნის ხანგრძლივობა - 3 საათი

13. "შრომის ჰიგიენა" - ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები. მზომი ხელსაწყოები და მათი გამოყენების პრაქტიკურლი უნარ-ჩვევები. 

    საგნის ხანგრძლივობა - 16 საათი (14 თეორიული და 2 პრაქტიკული)

14. "უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში"

   საგნის ხანგრძლივობა - 3 საათი (2 თეორიული და 1 პრაქტიკული)

15. "გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება & საევაკუაციო გეგმა"

      საგნის ხანგრძლივობა - 3 საათი (2 თეორიული და 1 პრაქტიკული)

16. "გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში"

      საგნის ხანგრძლივობა - 4 საათი  

17. "ტვირთის უსაფრთხოდ გადატანა" 

       საგნის ხანგრძლივობა - 2 საათი  

18. "სიმაღლეზე მუშაობა" 

       საგნის ხანგრძლივობა - 4 საათი

19. "აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები" 

       საგნის ხანგრძლივობა - 3 საათი

 

20. "შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან" 

       საგნის ხანგრძლივობა - 4 საათი (3 თეორიული და 1 პრაქტიკული)

21. "ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები" 

       საგნის ხანგრძლივობა - 2 საათი

22. "სპეციალური და განასუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა" 

       საგნის ხანგრძლივობა - 2 საათი

23. "პირველადი სამედიცინო დახმარება" 

       საგნის ხანგრძლივობა - 5 საათი (4 თეორიული და 1 პრაქტიკული)

 

თემატური მოდულები:

 

24. შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში 

    საგნის ხანგრძლივობა - 8 საათი თეორია & 20 საათი პრაქტიკა (4 რისკის შეფასება და 16 პრაქტიკა)

 

25. შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში.

    საგნის ხანგრძლივობა - 8 საათი თეორია & 20 საათი პრაქტიკა (4 რისკის შეფასება და 16 პრაქტიკა)

26. "შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში"

    საგნის ხანგრძლივობა - 6 საათი თეორია & 20 საათი პრაქტიკა (4 რისკის შეფასება და 16 პრაქტიკა)

 

27. "შრომის უსაფრთხოება მომსახურების სერვის სექტორში და საოფისე საქმიანობისას" 

     საგნის ხანგრძლივობა - 5 საათი თეორია & 15 საათი პრაქტიკა (3 რისკის შეფასება და 12 პრაქტიკა)

28. "შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში"

     საგნის ხანგრძლივობა - 5 საათი თეორია & 15 საათი პრაქტიკა (3 რისკის შეფასება და 12 პრაქტიკა)

29. კურსის დამასრულებელი ფაზა

     1) საკურსო ნაშრომის - შექმნილი შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარდგენა  

     2) ფინალური ტესტი  

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:

თითოეულ მსმენელს თემატური მოდულების პრაქტიკაზე დასასწრებად უნდა ჰქონდეს შეძლენილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. კონკრეტულად შესაძენი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სახეობის ჩამონათვალი გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმებისას. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე მსმენელი არ დაიშვება თემატურ მოდულებზე. 

პრაქტიკული ნაწილი ჩატარედება პარტნიორ ორგანიზაციების ობეიექტებზე:

თემატური მოდულები და პრაქტიკა განხორციელდება ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციების ობიექტებზე. ინფორმაცია პრაქტიკის გასავლელად სავალდებულო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე მოგეწოდებათ დარეგისტრირებისას. 

აკრედიტებული კურსის გასავლელად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ინფორმაცია დარეგისტრირებულებისთვის:

რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს. გადახდის ქვითარი უნდა გამოაგზავნოთ ელფოსტაზე რის შემდეგაც დაგიკავშირდებათ კოორდინატორი და გაცნობებთ კურსის დაწყების თარიღს. 

კურსზე მოსვლისას თან უნდა იქონიოთ:

* პირადობის ქსერო ასლი,

* განათლების დამადასტურებელი (საშუალო ან უმაღლესი) ქსერო ასლი,

* კალამი, 

* A4-ის ზომის რვეული ჩანაწერებისთვის,

* ამობეჭდილი შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი 19/02/2019-ის.

დარეგისტრირების შემდეგ დაკავშირდებით. კურსზე რეგისტრირებულთა დიდი რაოდენობის გამო წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ რომელ ჯგუფში მოხვდებით. დაკავშირება ხდება დარეგისტრირებულთა  რიგითობის მიხედვით.

აკრედიტებული კურსის ახალი 230 საათიანი პროგრამის მიხედვით ჯგუფების სწავლის დაწყება მოხდება ახალი აკრედიტებული პროგრამის აკრედიტაციის დასრულების შემდგომ (ზუსტი თარიღი დამოკიდებულია სამინისტროს გადაწყვეტილებაზე). 

მადლობას გიხდით ჩვენი სასწავლებლით დაინტერესებისთვის! 

მსმენელის სივრცეში შესასვლელად დააჭირეთ ღილაკს Student/Login

რეგისტრაციის დასასრულებლად უნდა იყოთ კურსზე ჩარიცხული და გქონდეთ გადახდილი თანხა.