შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული კურსი

კურსის ფარგლებში უფასოდ ისწავლება დოკუმენტაციის წარმოება.

 

1. კურსი განკუთვნილია:

* ყველა პირისთვის, რომელიც ახორციელებს ან მომავალში სურს განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის უფლებამოსილება,

* შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემაში ჩართული ნებისმიერი რგოლის ხელმძღვანელისთვის,

* კომპანიებში 'დასაქმებულთა წარმომადგენელი'-ს სტატუსის მქონე პირისთვის,

* ნებისმიერი პირისთვის ვისაც აქვს სურვილი შეისწავლოს შრომის უსაფრთხოების დაცვის არსებული საკანონმდებლო მოთხოვნები, სტანდარტები, მეთოდები და საშუალებები.  

2. კურსის მიზანი:

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება; საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში  შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის  დაცვის სისტემის ეფექტური დანერგვისა და მართვისათვის.

3. კურსზე დაშვების წინაპირობა:

მსმენელი შეიძლება იყოს არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან.

 

4. სწავლის შედეგები კურსის დასრულებისას:

* აქვს სპეციალური ცოდნა შრომის  უსაფრთხოების სფეროში;

* იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;

* შეუძლია შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული  საფრთხეები და რისკები;

* შეუძლია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

* აქვს შემუშავებული დოკუმენტაცია რომლის მიხედვითაც უნდა დანერგოს და მართოს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა.

5. კურსის ხანგრძლივობა და საფასური:

საგნების შესწავლისთვის განკუთვნილი საერთო დრო 235 საათს - ფასი მოცემულია თითოეულ ჯგუფზე ინდივიდუალურად.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ტარდება ცოდნის და შეძენილი უნარ-ჩვევების დამადასტურებელი ტე. 

სასერთიფიკაციო გამოცდა 2 საათი 

6. სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წინაპირობა

სასერტიფიკაციო გამოცდაზე არ დაიშვება პირი თუ არ დააკმაყოფილა შემდეგი მოთხოვნები:

 1) დასწრება ყველა საგნის თეორიულ ნაწილზე (მკაცრად კონტროლირდება),

 2) ინდივიდუალურად და ჯგუფურად საგნების სავარჯიშოების შესრულება, 

 3) ყველა საგნის დასრულებისას ტარდება შემაჯამებელი ტესტი (70%-ზე დაბალი ქულის მიღების შემთხვევაში უნდა მოხდეს გადაბარება ხოლო ტესტებზე 40%-ზე დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში განმეორებით დასწრება რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული),

 4) საკურსო პრაქტიკული დავალების შესრულება (შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შექმნა).

 5) საწარმოში პარაქტიკაზე გასვლა - რისკების შეფასების პრაქტიკული სავარჯიშოს  შესრულება და დოკუმენტირება.

 6) მომზადებული საკურსო ნამუშევრის (შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის სახელმძღვანელო დოკუმენტაცია) წარდგენა .

 7) შემაჯამებელი წერითი ტესტის ჩაბარება მინიმუმ 70%-ით.

7. მსმენელთა უსაფრთხოება და საერთო წესები

გაფრთხილება - სასწავლო სივრცეში მიმდინარეობს აუდიო და ვიდეო ჩაწერა. 

ნებისმიერი საგნის სალექციო კურსის გაცდენის შემთხვევაში უნდა დაიწეროს განცხადება კურსის ადმინისტრაციის სახელზე გაცდენილი საგნის გასავლელად. მსმენელი არ დაიშვება ტესტირებაზე გაცდენილი საგნის საათების სრულად გავლის გარეშე.

გაცდენა ითვლება არასაპატიოთ თუ არ იქნება წარმოდგენილი ცნობა სამსახურიდან ან ავადმყოფობის შესახებ.

კურსზე დარეგისტრირების შემდეგ თქვენი მონაცემები მიეწოდება ზედამხედველობის სამსახურს (შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტს). 

სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ნებისმიერ საგანზე შესაძლებელია ზედამხედველობის სამსახურის დასწრება მონიტორინგის თვალსაზრისით.


8. ჯგუფების განრიგი, პერიოდულობა და განფასება:

1-ლი *დილის ჯგუფი

*33 სამუშაო დღე -  კვირაში 5 სამუშაო დღე  (6 კვირის განმავლობაში):

                                 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - დღეში 4 საათი (9:00-დან 13:15-მდე) 

                                 კურსის გავლის საერთო დრო 130 საათს. ფასი 1-ლ ჯგუფში - 1087 ლარი

                                 (ასევე მოქმედებს განვადების ეტაპობრივი გადახდა)

                          

მე-2 *შუადღის ჯგუფი

*33 სამუშაო დღე - კვირაში 5 სამუშაო დღე (6 კვირის განმავლობაში):

                                ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - დღეში 4 საათი (14:00-დან 18:15-მდე);

                                კურსის გავლის საერთო დრო 130 საათს. ფასი მე-2 ჯგუფში - 1087 ლარი

მე-3 *საღამოს ჯგუფი

*37 სამუშაო დღე -კვირაში 3 სამუშაო დღე  (12 კვირის განმავლობაში):

                               ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი. დღეში 3.5 საათი (18:30-დან 22:15-მდე);

                               კურსის გავლის საერთო დრო 130 საათს. ფასი მე-3 ჯგუფში - 1287 ლარი   

მე-4 *საღამოს ჯგუფი

*37 სამუშაო დღე - კვირაში 2 სამუშაო დღე  (18 კვირის განმავლობაში):

                                სამშაბათი და ხუთშაბათი. დღეში 3.5 საათი (18:30-დან 22:15-მდე);

                                კურსის გავლის საერთო დრო 130 საათს. ფასი მე-4 ჯგუფში - 1287 ლარი

შენიშვნა: მითითებული 1 საათი მოიცავს 60 ასტრონომიულ წუთს.

8.1 ერთი კომპანიიდან ორი და მეტი დამსწრის შემთხვევაში სასწავლო კურსის გადასახადზე ისარგებლებთ 10%-იანი ფასდაკლებით ერთ დამსწრეზე.

​8.2 უსაფრთხოების ფეხსაცმელი

საწარმოში პრაქტიკული ნაწილის ჩასატარებლად სავალდებულო უსაფრთხოების ფეხსაცმლის ფასი შეადგენს - 39 ლარს (ფეხსაცმელი გადაეცემა მსმენელს).

8.3 საწყისი სასერთიფიკაციო გამოცდა (2 საათი) - 50 ლარი  

8.4 გამნეორებით გამოცდა/გადაბარება პირველი წარუმატებელის შემდგომ (2 საათი) - 50 ლარი 

       

8.5 ფიზიკური პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ეტაპობრივი გადახდით.

თუმცა ყოველ კურსის დასრულებამდე თანხა გადახდილი უნა იყოს სრულად. ეტაპობრივი გადახდის შემთხვევაში ყოველ გადახდის ეტაპს ემატება - 40 ლარი.

8.6 ცალკე საგნებში გაიცემა სერტიფიკატი მხოლოდ 80%-ი და მაღალი ქულის მიღების შემთხვევაში. თითოეულ საგანში დამატებით სერტიფიკატის ფასი არის 10 ლარი.

 

8.7 მე-7 მუხლში მითითებული არასაპატიოდ გაცდენილ საგნების შემთხვევაში სხვა ჯფთან ერთად გაცდენილი საგნის გავლა იქნება ფასიანი - 1 სალექციო საათი 10 ლარი.

8.8 თუ მსმენელმი ტოვებს კურსს მაშინ დაუბრუნდება გადახდილი თანხა გავლილი საგნების თანხის გამოკლებით. გავლილი სწავლების თანხა იანგარიშება 10 ლარი ყოველი სალექციო ერთი საათი.  

9. კურსის დაწყების თარიღბი:

კურსებზე ყოველ მეორე კვირას მიმდინარეობს მსურველთა ჩარიცხვა და ახალი ჯგუფების დაწყება.

შეავსეთ განაცხადი და კოორდინატორი დაგიკავშირდებათ ტრენინგის დაწყების თარიღთან დაკავშირებით.

10. პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს არანაკლებ სრული ზოგადი  განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან.

11. სწავლების ადგილმდებარეობა

თეორიული სწავლება ტარდება უსაფრთხოების აკადემიის სხვადასხვა ფილიალებში.

ადმინისტრაციული ნაწილი განლაგებულია მისამართზე:

ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N4, მე-7 სართული (ყოფილი გრიგოლ ფერაძის უნივერსიტეტი).

პრაქტიკული ნაწილი ტარდება ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებში თბილისის და რუსთავის მაშტაბით.

მაქსიმალური ეფექტურობისთვის მსმენელების რაოდენობა ჯგუფებში მერყეობს 20-იდან 28 მსემნელამდე. აღნიშნული რაოდენობები განისაზღვრება ჩასატარებელი საგანს მიხედვით.

12. შეფასების სტანდარტი

საგნებსა და გამოცდაზე გამოყენებული შეფასების სისტემა:

1. სამი სახის დადებითი შეფასება:

    ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

    ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

    ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

2. ორი სახის უარყოფით შეფასება:

    ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 40-70%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს            ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით   

    გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

    ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40%-ზე ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული       

    სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

3. სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.

4. სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 15 დღეში. ჯამში შესაძლებელია მხოლოდ 3-ჯერ გასვლა ფინალურ გამოცდაზე.

13. შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ 3 წლიანი გამოცდილების მქონე პირთათვის:

აკრედიტებული სერთიფიკატის მიღება შეუძლიათ მხოლოდ  გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში.  გამოცდაზე გასვლის და სერტიფიკატის აღების  საფასურია  550 ლარი. განაცხადის გასაკეთებლად ელ-ფოსტაზე გამოსაგზავნი საბუთების ჩამონათვალი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამ ბმულიდან.

14. სერთიფიკატის მოქმედების ვადა

გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატის მოქმედების ვადა: 3 წელი

                 კურსის განმავლობაში ისწავლება შემდეგი საგნები:

1. შესავალი ნაწილი - "შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ბაზისური ელემენტები"

    საგნის ხანგრძლივობა - 3 საათი 

    

2. "საფრთხის იდენტიფიცირება, რსკის შეფასება და საკონტროლო ღონისძიებები"

    საგნის ხანგრძლივობა - 20 საათი 

   

3. "სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების მოკვლევა, აღრიცხვა, რეგისტრაცია და ანგარიშგება"

    საგნის ხანგრძლივობა - 6 საათი

    

4. "პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი" 

    საგნის ხანგრძლივობა - 3 საათი

   

5. "სახანძრო უსაფრთხოება" 

    საგნის ხანგრძლივობა - 2.5 საათი

  

6. "ელექტრო უსაფრთხოება" 

    საგნის ხანგრძლივობა - 2.5 საათი

7. "პირველი სამედიცინო დახმარება" 

    საგნის ხანგრძლივობა - 7 საათი

8. "ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები" 

    საგნის ხანგრძლივობა - 4 საათი

9. "ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები" 

    საგნის ხანგრძლივობა - 4 საათი

10. "შრომის ჰიგიენა" 

    საგნის ხანგრძლივობა - 10 საათი

11. "სიმაღლეზე მუშაობა" 

    საგნის ხანგრძლივობა - 8 საათი

12. "შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა"

     საგნის ხანგრძლივობა - 20 საათი

   

13. შრომის უსაფრთხოების სტანდარტები" 

     საგნის ხანგრძლივობა - 20 საათი

თემატური მოდულები:

14. "სამშენებლო უსაფრთხოება" 

    საგნის ხანგრძლივობა - 3 საათი

 

15. "შეზღუდულ სივრცეში მუშაობა" 

     საგნის ხანგრძლივობა - 3 საათი

16. "ავტოტრანსპორტის უსაფრთხოება"

     საგნის ხანგრძლივობა - 3 საათი

 

17. "სპეცტექნიკის უსაფრთხოება" 

     საგნის ხანგრძლივობა - 3 საათი

18. "საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავება"

     საგნის ხანგრძლივობა - 4 საათი

19. "სისტემის ფუნქციონირების ინდიკატორების განსაღვრა, აუდიტების წარმოება, სისტემის შეფასება და გაუმჯობესება" 

    საგნის ხანგრძლივობა - 4 საათი

20. "სასერთიფიკაციო გამოცდა" 

    ხანგრძლივობა - 2 საათი.

აკრედიტებული კურსის გასავლელად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ინფორმაცია დარეგისტრირებულებისთვის:

რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ გადახდის ინფორმაციას. გადახდის ქვითარი უნდა გამოაგზავნოთ იმეილზე რის შემდეგაც დაგიკავშირდებათ კოორდინატორი და გაცნობებთ კურსის დაწყების თარიღს. კურსი ჩატარდება ანა პოლიტკოვსკაიას N#4-ში, მე-7 სართული (ყოფილი გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეგი).

კურსზე მოსვლისას თან უნდა იქონიოთ პირადობის და განათლების დამადასტურებელი (საშუალო ან უმაღლესი) ქსერო ასლი. ასევე კალამი და რვეული.

დარეგისტრირების შემდეგ დაკავშირდებით. კურსზე რეგისტრირებულთა დიდი რაოდენობის გამო წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ რომელ ჯგუფში მოხვდებით. დაკავშირება ხდება დარეგისტრირებულთა  რიგითობის მიხედვით.

130 საათიანი პროგრამით ბოლო ჯგუფი იწყებს ნოემბრის 8-ში 14:00-ზე. სწავლა იწარმოებს კვირაში 6 დღე 5 საათი და ჯგუფი დაასრულებს სწავლებას 9 დეკემბერს. 

 

აკრედიტებული კურსის ახალ 235 საათიან პროგრამაზე გადასვლასთან დაკავშირებით 15 ნოემბერს განახლდება რეგისტრაცია. 

საფასური ახალი 235 საათიანი კურსის იქნება 1987 ლარი.

მადლობას გიხდით ჩვენი სერვისით დაინტერესებისთვის!  

კურსზე ჩარიხული მსმენელის სივრცეში შესასვლელად დააჭირეთ ღილაკს Student/Login

რეგისტრაციის დასასრულებლად უნდა გქონდეთ გადახდილი თანხა.

საშიანაო დავალებები უნდა გადაიგზავნოს ელ-ფოსტაზე: safetyacademia.trainings@gmail.com